ვთვლით, რომ ყველანი ვართ უსასრულო სამყაროს ნაწილი და გვინდა იგივე გრძნობა დაეუფლოს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს.
ჩვენ სამყაროს სამეცნიერო კუთხით ვუყურებთ, და გვინდა ქართველ მსმენელს გავუზიაროთ ჩვენი აზრები, აღფრთოვანება და აღტაცება იმით რაც ხდება ჩვენს გარშებო.
მომავლის ხედვა სამეცნიერო ფანტასტიკაში, მსოფლიოში მომხდარი სამეცნიერო სიახლეები, კოსმოსის დაპყრობა თუ ნაწილაკების დაშლა, ყოველივე, გვაახლობევს პასუხთან მთავარ სეკითხვაზე: "რა ადგილი უკავია კაცობრიობას უსასრულო და მარადიულ სამყაროში".
გადაცემაში ვსაუბრობთ როგორ უღებენ ცას პროფესიონალი-მოყვარული ასტრონომები.
სტუმარი:
ნიკოლოზ გერსამია
X კლასის მოსწავლე,
ასტროფოტოგრაფი,
და
ნიკოლოზ გერსამიას დედა, ია მახარაშვილი
ეპიზოდის წამყვანები:
პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა (ჯუკა)
ეპიზოდი დამზადებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭრით / The Episode is supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG)
No comments:
Post a Comment