Monday, August 12, 2013

რატომ უნდა გავთიშოთ მობილური ტელეფონი თვითმფინავით მგზავრობისას

მათ, ვინც თვითმფრინავით მგზავრობს, გარდაუვლად მოუწევთ გათიშონ თავიანთი ელექტრო მოწყობილობები, ფრენის ორ ყველაზე კრიტიკულ ფაზაში - აფრენისას და დაშვებისას.

ავიაკომპანიების უმრავლესობამ, აი უკვე ათწლეულია რაც მგზავრებთან ამგვარი თხოვნით მიმართვა წესად მიიღო, იმის მიუხედავად რომ არ არსებობს არავითარი დადასტურებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მგზავრის ჩართულმა მოწყობილობამ თვითმფრინავის უბედური შემთხვევა გამოიწვია.

მაშინ რატომ გვაიძულებენ აფრენისას და დაფრენისას შევწყვიტოთ მუსიკის მოსმენა ან თუნდაცკინდლის (Kindle) კითხვა?

ბევრი მგზავრი უბრალოდ იგნორირებს ამ ინსტუქციას.
შეერთებულ შტატებში (შშ) ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით: მგზავრთა მესამედი აღიარებს, რომ თხოვნის მიუხედავად ყოველთვის არ თიშავს საკუთარ ელექტრო მოწყობილობებს.

შეერთებული შტატების ფედერალური ადმინისტრაციამ (FAA - Federal Administration Authority) უპასუხა ხალხის მზარდ ეჭვს, რომ "ყელაფერი უნდა იყოს გათიშული". შეიქმნა სამსახური, რომელიც შეისწავლის მოცემულ საკითხს და ნელნელა შეარბილებს ზოგიერთ წესს.


შშ-ს ზოგიერთი ავიოხაზის ეკიპაჟის წევრები, ფრენის უსაფრთხოების ნაბეჭდი ინსტრუქციების ნაცვლად, იეყენებენ iPad-ებს, ეს მათ საკუთარ მგზავრებზე უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარებათ.უკანასკნელ თვეში, "ბრიტანული ავიოხაზები" (British Airways) გახდა პირველი ევროპული კოპანია რომელმაც ნება დართო მგზავრებს ჩართონ მობილური ტელეფონები თვითმფრინავის დაშვების თანავე.



რა არის აზრი ტელეფონის ე.წ. "ავიოფრენის რეჟიმის" (airplane mode)

"ფრენის რეჟმი" - ელექტრომოწყობილობების უმრავლესობაზე, მაგ. სმარტფონებზე და ი-რიდერებზე (eReader), მისაწვდომია მუშაობის სპეციალური რეჟიმი, რომელის დროსაც მოწყობილობა საკომუნიკაციო სიგნალების უმრავლესობის გადაცემას წყვეტს.

ამ გამო იბადება შეკითხვა: რატომ გვთხოვენ მგზავრებს, გავთიშოთ ჩვენი ტელეფონები თვითმფრინავის აფრენა/დაშვებისას? განსაკუთებით საინტერესოა შეკითხვა იმ ფონზე, როცა ეკიპაჟის წევრები დაუბრკოლებლად ხმარობენ ტაბლეტებს (iPad-ის მაგვარი მოწყობილობების კლასი)?

საქმე იმაში არ არის, რომ ელექტრო მოწყობილობებს, ან როგორც მათ ინდუსტრიაში მოიხსენიებენ "პორტატულ ელექტრულ მოწყობილობებს" (PED - portable electronic devices), თვითმფრინავის ბორტზე არასდროს გამოუწვევიათ რაიმე სახის უბედური შემთხვევა.

ავიაციის დარგის ექსპერტმა და ნიუ იორკ ტაიმსის (New York Times) კრესპოენტმა კრისტინა ნეგრონი-მ (Christine Negroni) დაწერა გამოაქვეყნა სტატია, ამ დროისთვის არსებულ რამოენიმე დოკუმენტირებულ შემთხვევის თაობაზე.
განხილული ინციდენტების დროს, კომერციული ხაზების პილოტები მიუთითებდნენ საფრენი სისტემების ელექტრონულ მოწყობილობებთან ინტერფერენციაზე - რომლებიც მალევე გაქრნენ მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა აღმოაჩინა ელექტრო მაგნიტური ხარვეზების გამომწვევი დამნაშავე.

2001 წელს, NASA-მ გამოაქვეყნა ჯამური მოზსენება, საც შეისწავლა თვითმფრინავების ბორტზე მომხდარი, პორტატული ელექტრო მოწყობილობებით გამოწველი, ანომალიები.

მოხსენების დასკვნის თანახმად:
მონაცემები ცხადყოფენ რომ შეფასების თანამად ზოგიერთი შემთხვევა სისტემაზე კრიტიკული ზემომქმედების მქონეა, უფრო მეტიც ზემოქმედება ხდება ფრენის კრიტიკულ ფაზაში, განსაკუთრებით აფრენისას და დაჯდომისას.

2003 წელს აღმოჩნდა, რომ ჩარტერული რეისის პილოტმა დარეკა სახლში და იმყოფებოდა სატელეფონო ხაზზე ფრენის პროცესშიც. თვითმფრინავი დაიმსხვრა კრისჩარჩის აეროპორტში (Christchurch Airport) როცა შეეხეთქა ასაფრენი ბილიკის დამიწებას. დაღუპულ 8 ადამიანთა რიცხვში იმყოფებოდა პილოტიც.

ახალი ზელანდიის სატრანსპორტო უბედური შემთხვევების კომისიის (New Zealand Transport Accident Investigation Commission) ინიციატივით წარმოებული გამოძიების შედეგად გაირკვა: პილოტის მობილურ ტელეფონს შეეძლო ინტერფერირება თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემასთან.

2011 წელს, "ეი-ბი-სი"-მ (ABC - American Broadcasting Company) გაავრცელა ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (International Air Transport Association"STEADS" პროგრამაზე. ეს პროგრამა აერთიანებს მსოფლიოს ავიოკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
მონაცემები მიუთითებდნენ გასული 7 წლის განმავლობაში მომხდარ 75 ინტერფერენციული შემთხვოვას, რომლიც პილოტების და ინჟინრების აზრით უკავშირებოდა მობილუტ ტელეფონს ან სხვა ელექტრულ მოწყობილობას.

მაშინაც კი, როცა სმარტფონი იმყოფება ფრენის რეჟიმში ის მაინც ასხივებს ელექტრო-მაგნიტურ გამოსხივებას ისევე, როგორც ამას აკეთებს ისეთი მოწყობილობა, რომლებიც საერთოდ ვერ უერთდება ინტერნეტს, მაგ. mp3 პლეერი.

სისტემური მიდგომა ავიაციური უსაბრთხოებისადმი

კომერციული ავიაციის უსაფრთხოება არ განიხილება, როგორც ცალკე მდგომი პრობლემა, ის წარმოადგენს ნაწილს იმ სისტემისა, რომელიც აკავშირებს ავიონიკის სხვადასხვა კომპონენტს (ავიონიკა - ავიაციური ელექტრონიკა).

მაგალითად თქვენ გგონიათ, რომ თვითმფრინავში მიმდინარე უსაფრთხოების დემონსტრაცია და თვითმფრინავის ღვედები გამოუსადეგარია? ნამდვილად ცდებით.

ახალი თაობის ფრინავი ხომალდები ყველა მხრივ არიას გაძლიერებული და უკეთესად დაცული ელექტრო-მაგნიტური ინტერფერენციისაგან (იგულისხმება დარღვევები რომლებიც ელექტრულ წრედებში ჩნდება ელექტრო-მაგნიტური ინდუქციის ან გარე გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად),  მაგრამ რამდენმა მგზავრმა იცის თუ რა ასაკის არის თვითმფრინავი რომელშიც ის ჯდებია?

მავანში გაოცებას იწვევს ფაქტი, რომ ზოგიერთი ავია კომპანია სთავაზობს თავის კლიენტებს Wi-Fi მომსახურეობას. თუკი შეიძლება ფრენისას ინტერნეტის ხმარება, რატომ არ შეიძლება ვიხმაროთ მობილური ტელეფონი?
საქმე იმაშია, რომ ამგვარი სისტემები გამოიცადა და შემოწმდა იმისთვის, რომ უკეთესად ემუშავათ ამ მოდელის თვითმფრინავზე. ისინი ყოველმხრივ თავსებადები არიან თვითმფრინავის სხვა ნაწილებთან.
ამის მიუხედავად არსებობს შეტყობინებები, რომ კომპანიები რომლებიც ფრენის დროს Wi-Fi სერვისებს სთავაზობენ, აკვირდებიან თვითმფრინავის ავიონიკურ დისპლეიებთან დაკავშირებულ ინტერფერენციულ პრობლემებს.


საერთაშორისო შუთავსებლობა

უნდა აღინიშნოს რომ არ არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც სწორად და ცალსახად დაარეგულირებს მგზავრების მოქმედებას თუ მათ მისცემენ თვითმფრინავის ბორტზე მობილური ტელეფონების გამოყენების უფლებას.

შშ ავიოხაზების უმრავლესობა ტელეფონის ხმარების ნებართვას გასცემს მხოლოდ მაშინ როცა ფრენის სიმაღლე აღემატება 10000 ფუტს (მიახლოებით 3 კმ).

რაც შეეხება დაშვებას:
ზოგი კომპანია (მაგ. ავსტრალიის ავიახაზების უმრავლესობა) ამჯობინებს ტელეფონის ჩრთვის ნებართვა გასცეს მხოლოდ მაშინ როცა თვითფრინავი უკვე მივიდა გასასვლელ კართან ან ტრაპთან.
ჩინელი მგზავრები რთავენ ტელეფონებს იმწამსვე, როგორც კი თითმფრინავის ბორბალის დასაფრენ ბილიკს ზედაპირს ეხება.

უკანასკნელ წლებში გადაიდგა რამოდენიმე ნაბიჯი იმისთვის, რომ ფრენისას მობილური ტელეფონის უფრო ინტენსიური ხმარება გახდეს დასაშვები, თუმცა ამგვარი ნაბიჯის მიზანშეწონილობის ანალიზი კვლავაც გრძელდება.

შეიძლება თუ არა,  მთელი თვითფრინავი დაიმსხვრას მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღცამ მობილური ტელეფონით sms შეტყობინება თავის სატრფოს? სავარაუდოთ არა.

მაგრამ ამ ვიღცას ნამდვილადთ შეუგიძლია შეუქმნას გარკვეული ხარვეზები პილოტების და ეკიპაჟის მუშაობას, და თუ ეს ფრენის კრიტიკულ ფაზაში მოხდება (ისეთში როგორიც არის აფრენა და დაშვება) ეს ნეგატიურად აისახება ფრენის უსაფრთხოებაზე... 
ღირს ეს sms ამად ?

პუბლიკაციის ორიგინალი იხილეთ:

No comments:

Post a Comment