Tuesday, February 26, 2019

პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 09, კითხვები, პასუხები და და ეპიზოდი 9 1/2, ჩინური სადგურები მთვარეზე


სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-9 ეპიზოდი და 9+1/2 
ცოტცოტას ყველაფერზე ვსაუბრობთ: ვპასუხობთ მსმენელიის შეკითხვებს, ვყვებით ჩინურ მთვარის პროგრამებზე.





RSS Feed
სადემონსტრაციო ნაპერწკალური კამერა



ეპიზოდი 09  --   კითხვა-პასუხი!!!
  • ნაპერწკალური კამერა, მოწყობილობა რომელსაც იყენებენ მაღალენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკების დეტექტირებისათვის: Искровая камераSpark Chamber;
  • ცოტა მეტი ინფორმაცია, ემი-ის (ლექტრო-აგნიტური მპუსის) შესახებ წაიკითხეთ ბმული (EMP, იკითხება როგორც "ი-ემ-პი"): Электромагнитный импульсElectromagnetic pulse;
  • დედამიწის მაგნიტური ველი ასიმეტრიული ფორმისაა, ის ტითქოს შეკუმშულია მზის მიმართულებით, მაგრამ მზის საპირისპირო მიმართულებით ძლიერად გაწელილ კუდს წააგავს. ამის მიზეზი არის მზისგან მოსული პლაზმასთან ზემოქმდებეა. მხარე რომელიც მზისკენ არის მიმართული 60 000კმ-ზე ვრცელდება (დედამიწის რადიუსი არის მხოლოდ 6000კმ) მაშინ როცა მზის საპირისპიროდ მიმართული კუდი ვრცელდება თითქმის 6 მილიონ კილომეტრზე. ცოტა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე:   Магнитосфера;  Magnetosphere;
    "დღის განათების მილი" რომელიც ნათდება
    მაღალძაბვიანი გადამცემი ხაზის მიერ შექმნილი
    ელექტრო-მაგნიტური ველით.
  • მაღალძბვიანი სადენების სიახლოვეს მართლაც შეგიძლიათ აანთოთ ე.წ. "დღის განათების" მილები.
  • ბასარდის პირდაპირი დინების რეაქტიული ხომალდი (Bussard ramjet). ეპიზოდში აღწერილი პირდაპირი დინების რეაქტიულ ძრავაზე მომუშავე ჰიპოტეტური კოსმოსური აპარატია, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოძრაობისას შეაგროვებს გალაკტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცეში არსებულ ნაწილაკებს:  Межзвёздный прямоточный двигатель БассардаBussard ramjet;
  • მარსმავალი ოპორტუნიტი (შესაძლებლობა ან უფრო ხულიგნურ თარგმანში 'შანსი") აპარატის წონასთან დაკავშირებით პოდქასტის ეპიზოდში გაუგებრობას აქვს ადგილი. თავად მარსმავალი (დედამიწაზე) იწონის 185კგ-ს, მაგრამ მარსე გაიგზავნა აგრეთვე: 348კგ-იანი დასაჯდომი მოდული; 209კგ-იანი დასაჯდომი ნაჭუჭი და პარაშური; 78კგ-იანი თერმული ფარი; 193კგ-იანი მარსზე გასამგზავრებლად საჭირო სარაკეტო საფეხური და 50კგ საწვავი. რაც შეეხება მარსმავალის მუშაობის გეგმიურ დროს, თავდაპირველად ითვლებოდა რომ ის სადღაც 3 თვე იმუსავებს, მაგრამ საბოლოოდ მან შეძლო მარსზე 15წ ფუნქციონირება (15 დედამიწის წელიწადი და 8 მარსის წელიწადი). ამ დროის განმავლობაში მან ჯამურად 45კმ გაიარა. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ОппортьюнитиOpportunity Rover.
ეპიზოდი 9 და 1/2 (ალუზია შიშველ პისტოლეტზე)


  • მაო ძედუნის გრძელი მარშის თაობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: Великий поход китайских коммунистовLong March
  • პირველი ჩინელი კოსმონავტის სახელია იანგ ლივეი-ზე, ის გავიდა კოსმოსში ჩინური აპარატით შენჟოუ 5 (Shenzhou 5), 2003 წლის,15 ოქტომბერს. შედარებით მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: Yang Liwei;
  • მანქანა რომელსაც ლუი ეძახის "პაზიკს" არის Па́зик (ПАЗ-3205): ПАЗ-3205;
  • ლუის თხოვნით ვდებ ამ ლინკსაც სადაც ჩინური მოდულის ჩანგ'ი-ს ფოტოსურათები შეგიძლიათ იხილოთ ფრიად საინტერესო მუსიკის თანხლებით: Chang’e-3 Mission Images;
  • კოსმოსური პროგრამა ტიანგონი: Tiangong Program;
  • კოსმოსური ხომალდი ჩონჟოუს შესახებ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ბმულით: Шэньчжоу (космический корабль)Shenzhou (spacecraft);
  • კოსმოსური პროგრამა ტიანგონი: Tiangong Program;



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Tuesday, February 12, 2019

მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 08. The Expanse - 'ექსპანსის' საპლანეტაშორისო ეკონომიკა

სამეცნიერო გასართობიPodCast-ის ეპიზოდი 08

The Expanse (ექსპანსი) - სერიალი და წიგნების სერია 'ექსპანსი', გამოირჩევა საპლანეტაშორისო ეკონომიკის დეტალური აღწერით. ეპიზოდში ვმსჯელობთ თუ რამდენად რეალისტურია სერიალში და წიგნებში აღწერილი ეკონომიკა და ფიზიკა.




RSS Feed
  • დეტალურად წიგნების სერიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით. სხვათა შორის უკვე გამოსულია 7 წიგნი, და მოელიან მე-8 (2019 წლის მარტი) და მე-9 (2020 წელს) წიგნის გამოსვლას: The_Expanse_(novel_series)Пространство (серия книг);
  • ამჟამად არის სერიალის 3 სეზონი, მაგრამ ამაზონი გვპირდება რომ 2019 წელს გამოუშვებს მე-4 სეზონს: The_Expanse_(TV_series)Пространство (телесериал);
  • ბმული სერიალის ტრეილერზე: The Expanse TrailerПространство / The Expanse / 2015 / Трейлер на русском;
  • გადატვირთვა (ინგლისურ ტერმინოლოგიაში g-force). იხილეთ ბმული: G-forceПерегрузка;
  • გადატვირთვის რეკორდსმენი აღმოჩნდა, შეერთებული შტატების სამხედრო პილოტი ჯონ სტაპი (John Stapp). ლაბორატორიულ პირობებში მან გაუძლო გადატვირთვას 46g (46ჟე). იხილეთ ბმული: What's The Strongest G-Force Humans Can Tolerate?
  • ეპიზოდში აღწერილი რეკორდი ეკუთვნოდა 'სოიუზ 18/1'-ის კოსმონავტებს, ვასილი ლაზარევს და ოლეგ მაკაროვს. გადატვირთვამ შეადგენდა 21g. ინციდენტის შემდეგ ლაზარევი მეტი არასოდეს დაფრინავდა, მაკაროვმა ორჯერ იფრინა ორბიტაზე, თუმცა ცხოვრების მანძილზე გადაიტანა 3 ინფარქტი და მე-4 ინფარქტი მისთვის ლეტალური აღმოჩნდა. დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ ბმული: Перегрузка, испытанная экипажем "Союза" - от 6g до 20g;


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Monday, February 4, 2019

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 07. ოუმუამუა-ს (Oumuaua) არაგრავიტაციული აჩქარების მიზეზები.

სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-7 ეპიზოდი.
ვსაუბროთ პირველი აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისი ობიექტის არაგრავიტაციულ აჩქარებაზე.




 
RSS Feed
  • ოუმუამუა, პირველი დადასტურებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი: Oumuamua, Оумуамуа
  • ეპიზოდში ნახსენები  "ლოკალურის სტანდარტული უძრაობა" თუ დაგაინტერესებთ, იხილეთ ბმული: Local standard of restЛокальный стандарт покоя.
  • სტატიას, რომელსაც ვარჩევთ პოდკასტის მსვლელობის დროს ქვია: "1I/2017 U1, ოუმუამუა-ს ორბიტის არაგრავიტაციული აჩქარება"; NON-GRAVITATIONAL ACCELERATION IN THE ORBIT OF 1I/2017 U1 (‘Oumuamua).  ინგლისური ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულით: Draft VersionNature;
  • ნახსენები იარკოვსკის ეფექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულით: Yarkovsky_effectЭффект Ярковского.
  • ნახსენები ასტეროიდი ბრაილი (9969 Braille): 9969_Braille(9969) Брайль.

  • ბმული ალფრედ ვან ვოგტის მოკლე მოთხრობაზე "მძინარე", რომელშიც მოაზროვნე ობელისკს ეღვიძება რადიაციისაგან. რუსულ ბმულზე შეიძლება წიგნის ონლაინ წაკითხვა თუ სათაურს დააწკაპუნებთ, ან რიდერისთვის გადმოწერა: DormantАльфред Ван Вогт - Пробуждение.


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone