Friday, March 22, 2019

პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 12, კვანტური ფიზიკა - ნაწილი 2

ჩვენი სამეცნიერო გასართობი პოდქასტის ეპიზოდი 12, კვანტური ფიზიკა - მეორე ნაწილი.

მასში, ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მოკლედ ვსაუბრობთ, შრედინგერზე, ჰაიზენბერგზე და დირაკზე.







Bundesarchiv Bild183-R57262, Werner Heisenberg.jpg
ვერნერ ჰაისენბერგი
RSS Feed

Erwin Schrödinger (1933).jpg
ერვინ შრედინგერი







ეპიზოდი 12

კვანტური მექანიკა -ნაწილი  II




  • კორპოსულარულ-ტალღური დუალიზმი ან მეორე ნაერად კვანტურ-ტალღურიდუალიზმი, ეწოდება მოვლენას რომლის დროსაც ერთი და იგივე მიკროსკოპული ობიექტი ზოგ პირობებში იქცევა როგორც კლასიკური ტალღა, ზოგ შემთხვევაში როგორც კლასიკური ნაწილაკი: Корпускулярно-волновой дуализмWave–particle duality;
  • ერვინ შრედინგერი, კვანტური მექანიკის ერთერთი ფუძემდებელი, ე.წ. ტალღური განტოლების ავტორი: ერვინ შრედინგერიЭрвин ШрёдингерErwin Schrödinger;
  • ვერნერ ჰაიზენბერგი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდეგებლი, ე.წ. მატრიცული მექანიკის ავტორი, ჩამოაყალიბა ე.წ. განუზღვრელობის პრინციპი: ვერნერ ჰაიზენბერგიВе́рнер Ге́йзенбергWerner Karl Heisenberg;







Image result for pspectrum lines
ეს არის სპექტრული ხაზების მაგალით, როგორც ეპიზოდში ვთქვით ყოველ ატომს (და მოლეკულასაც) აქვს თავისი უნიკალური სპექტრი (ხაზების განლაგება და რაოდენობა). ამის მიზეზია ის რომ ელექტრონები ატომების გარშემო ელექტრონები არა ნებისმიერი არამედ ძლიან კონკრეტული ორბიტებით მოძრაობენ, და მხოლოდ მაშინ იცვლიან ორბიტას როდესაც ენერგიას ან შთანთქავენ ან ასხივებენ.


ეს ლამაზი სურათები არის სინამდვილეში შრედინგერის განტოლების ამონახსნები, წყალბადის ატომისათვის.


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis
Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Saturday, March 16, 2019

პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 11, კვანტური ფიზიკა - ნაწილი 1


ჩვენი სამეცნიერო გასართობი პოდქასტის ეპიზოდი 11, კვანტური ფიზიკა - პირველი ნაწილი.

მასში, ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მარტივად ავხსნათ საიდან მომდინარეობენ კვანტური მექანიკისი ძირითადი იდეები, და რაში მდგომარეობენ ისინი.




RSS Feed

ეპიზოდი 11
კვანტური მექანიკა -ნაწილი  I
  • გიოდელის თეორემა, პოსკასტის ამ ეპიზოდში გაჟღერებულია თეორემის ის ვარიანტი რომელიც მახსოვდა ფილოსოფიის კურსიდან, კონკრეტულად მას არ მოვიყვან მაგრამ ვისაც მეტის საკითხვა გაინტერესებთ იხილეთ ბმული (ვიკიპედიაზე თეორემის ამჟამინდელ ქართული ვარიანტი ცოტა გაუგებარია, მაგრამ არც სხვა ვარიანტებია ადვილად გასააზრებელი): გოდელის არასრულობის თეორემებიТеорема Гёделя о неполнотеGödel's incompleteness theorems;
  • ის რასაც ვეძახით ნიუტონის მექანიკა-ს არის იგივე კლასიკური მექანიკა: კლასიკური მექანიკაКлассическая механикаClassical Mechanics;
  • ეპიზოდში მოვიხსენიეთ რობერტ ჰუკი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიკის განვითარებაში. ეპიზოდში შეცდომით დავასახელეთ ის სამეცნიერო სამეფო აკადემიის პრეზიდენტად. ასეთი წოდება მას არ ქონდა, თუმცა ის აკადემიის დაარსების თანავე გახდა მისი სამეცნიერო კურატორი. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვიკიპედიაზე: რობერტ ჰუკიРоберт ГукRobert Hooke;
  • ცოტა ფორმალური განმარტებები კვანტური მექანიკის ან კვანტური ფიზიკის შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: კვანტური მექანიკაКвантовая механикаQuantum mechanics;
  • ჰაიზენბერგის განუზღვრეობა, ლიტერატურაში ზოგჯერ შესაძლოა შეგხვდეთ როგორც კვანტურ იგანუზღვრელობა, ან განუზღვრელობის პრინციპიПринцип неопределённости; Uncertainty Principle;
  • ადამიანი, როლის მიმართად ლუი გრძნობს პასუხისმგებლობას კვანტურ მექანიკის პოპულარული ენით ახსნის კონტექსტში, არის  ნილ დეგრას ტაისონი: ნილ დეგრას ტაისონიНил Деграсс ТайсонNeil DeGrasse Tyson;
  • ეპიზოდში დავასახელეთ ერთეული ანგსტრემი (ინგლისურ ტრანსკრიფციაში ანგსტრომი). ანგსტრემის საერთაშორისო აღნიშვნა არის Å .და 1Å 10−10 მ(მეტრი) = 0,1ნმ (ნანომეტრი). იხილეთ ვიკიპედიის გვერდი: ანგსტრემი; АнгстремAngstrom;
  • ნეო - ფილმი მატრიცას მთავარი პროტოგონისტი, რომლის როლს ასრულებს ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი (Keanu Charles Reeves): Нео (Матрица)Neo (The Matrix);
  • ორი რღეჩოს ექსპერიმენტი, რომელიც ვახსენეთ ეპიზოდში რათქმაუნდა არ აკადემიურ ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული სახელი, უფრო ზუსტი იქნებოდა გვეხმარა ტერმინაბი: ორჭრილოვანი ექსპერიმენტიОпыт Юнга (эксперимент на двух щелях)Double-slit experiment;
  • ოდნავ უფრო მეტის წაკითხვა რელეი ჯინსის სპექტრული განაწილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ვიკიპედიის გვერდებზე: Закон Рэлея — Джинса; Rayleigh–Jeans law;
  • პლანკის კანონს ეძახიან აღწერას რომელიც გამოსადეგია ე.წ. აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების აღსაწერად. თუ გაგიჩნდათ სურვილი წაიკითხოთ პლანკის განაწილებაზე იხილეთ ვიკიპედიის გვერდი: Формула ПланкаPlanck's law;
  • ნილს ბორი, კვანტური მექანიკის ერთერთი ფუზემდებელი (სხვათა შორის ის ნამყოფია საქართველოში სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში და თ.ს.უ.-ში ინახება დაფა რომელზეც მან დაწერა თავისი ცნობილი 'ურთიერთ-შევსების პრინციპი' მისივე ავტოგრაფითურთ): ნილს ბორიНильс Хе́нрик Дави́д БорNiels Bohr (Niels Henrik David Bohr);
  • ე.წ. ბელის უტოლობა ან ბელის თეორემა, არის ის რასაც პრინციპში ექსპერიმენტულად შეუძლია გაიგოს ვინ იყო მართალი ცნობილ კამათში, აინშტაინი თუ ბორი. პოტენციურად შესაძლებელია გადამოწმდეს არის თუ არა კვანტური მექანიკა გარკვეულ ფარული პარამეტრებზე დამოკიდებული, და შეიძლება თუ არა მისი ეფექტები ჩვენი უბრალო უცოდინრობით აიხსნას. Неравенства БеллаBell's theorem;



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Saturday, March 9, 2019

პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 10. ინტერვიუ სტუდენტთან: საბა ხარაბაძე, საქართველოდან შტატებამდე.


პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 10. ინტერვიუ სტუდენტთან: საბა ხარაბაძე, საქართველოდან-შტატებამდე.




RSS Feed


პოდკასტის სტუმარია: საბა ხარაბაძე.

საბამ სასკოლო განათლება მიიღო თბილისი 42-ე სკოლაში (ვეკუა),
ხოლო სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძო თავისუფალ უნივერსიტეტში.

ამჟამად ის იმყოფება შეერთებულ შტატებში, ბინგემპტონის უნივესიტეტში (The State University of  New Your at Binghampton), სადაც ჩაბარებული აქვს 2+3 პროგრამაზე (მაგისტრატურა+დოქტორანტურა) სპეციალობით: კონდენსირებული გარემო და მყარი ტანის ფიზიკა. 






PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანია: Juka

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Tuesday, February 26, 2019

პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 09, კითხვები, პასუხები და და ეპიზოდი 9 1/2, ჩინური სადგურები მთვარეზე


სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-9 ეპიზოდი და 9+1/2 
ცოტცოტას ყველაფერზე ვსაუბრობთ: ვპასუხობთ მსმენელიის შეკითხვებს, ვყვებით ჩინურ მთვარის პროგრამებზე.





RSS Feed
სადემონსტრაციო ნაპერწკალური კამერა



ეპიზოდი 09  --   კითხვა-პასუხი!!!
  • ნაპერწკალური კამერა, მოწყობილობა რომელსაც იყენებენ მაღალენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკების დეტექტირებისათვის: Искровая камераSpark Chamber;
  • ცოტა მეტი ინფორმაცია, ემი-ის (ლექტრო-აგნიტური მპუსის) შესახებ წაიკითხეთ ბმული (EMP, იკითხება როგორც "ი-ემ-პი"): Электромагнитный импульсElectromagnetic pulse;
  • დედამიწის მაგნიტური ველი ასიმეტრიული ფორმისაა, ის ტითქოს შეკუმშულია მზის მიმართულებით, მაგრამ მზის საპირისპირო მიმართულებით ძლიერად გაწელილ კუდს წააგავს. ამის მიზეზი არის მზისგან მოსული პლაზმასთან ზემოქმდებეა. მხარე რომელიც მზისკენ არის მიმართული 60 000კმ-ზე ვრცელდება (დედამიწის რადიუსი არის მხოლოდ 6000კმ) მაშინ როცა მზის საპირისპიროდ მიმართული კუდი ვრცელდება თითქმის 6 მილიონ კილომეტრზე. ცოტა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე:   Магнитосфера;  Magnetosphere;
    "დღის განათების მილი" რომელიც ნათდება
    მაღალძაბვიანი გადამცემი ხაზის მიერ შექმნილი
    ელექტრო-მაგნიტური ველით.
  • მაღალძბვიანი სადენების სიახლოვეს მართლაც შეგიძლიათ აანთოთ ე.წ. "დღის განათების" მილები.
  • ბასარდის პირდაპირი დინების რეაქტიული ხომალდი (Bussard ramjet). ეპიზოდში აღწერილი პირდაპირი დინების რეაქტიულ ძრავაზე მომუშავე ჰიპოტეტური კოსმოსური აპარატია, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოძრაობისას შეაგროვებს გალაკტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცეში არსებულ ნაწილაკებს:  Межзвёздный прямоточный двигатель БассардаBussard ramjet;
  • მარსმავალი ოპორტუნიტი (შესაძლებლობა ან უფრო ხულიგნურ თარგმანში 'შანსი") აპარატის წონასთან დაკავშირებით პოდქასტის ეპიზოდში გაუგებრობას აქვს ადგილი. თავად მარსმავალი (დედამიწაზე) იწონის 185კგ-ს, მაგრამ მარსე გაიგზავნა აგრეთვე: 348კგ-იანი დასაჯდომი მოდული; 209კგ-იანი დასაჯდომი ნაჭუჭი და პარაშური; 78კგ-იანი თერმული ფარი; 193კგ-იანი მარსზე გასამგზავრებლად საჭირო სარაკეტო საფეხური და 50კგ საწვავი. რაც შეეხება მარსმავალის მუშაობის გეგმიურ დროს, თავდაპირველად ითვლებოდა რომ ის სადღაც 3 თვე იმუსავებს, მაგრამ საბოლოოდ მან შეძლო მარსზე 15წ ფუნქციონირება (15 დედამიწის წელიწადი და 8 მარსის წელიწადი). ამ დროის განმავლობაში მან ჯამურად 45კმ გაიარა. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ОппортьюнитиOpportunity Rover.
ეპიზოდი 9 და 1/2 (ალუზია შიშველ პისტოლეტზე)


  • მაო ძედუნის გრძელი მარშის თაობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: Великий поход китайских коммунистовLong March
  • პირველი ჩინელი კოსმონავტის სახელია იანგ ლივეი-ზე, ის გავიდა კოსმოსში ჩინური აპარატით შენჟოუ 5 (Shenzhou 5), 2003 წლის,15 ოქტომბერს. შედარებით მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: Yang Liwei;
  • მანქანა რომელსაც ლუი ეძახის "პაზიკს" არის Па́зик (ПАЗ-3205): ПАЗ-3205;
  • ლუის თხოვნით ვდებ ამ ლინკსაც სადაც ჩინური მოდულის ჩანგ'ი-ს ფოტოსურათები შეგიძლიათ იხილოთ ფრიად საინტერესო მუსიკის თანხლებით: Chang’e-3 Mission Images;
  • კოსმოსური პროგრამა ტიანგონი: Tiangong Program;
  • კოსმოსური ხომალდი ჩონჟოუს შესახებ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ბმულით: Шэньчжоу (космический корабль)Shenzhou (spacecraft);
  • კოსმოსური პროგრამა ტიანგონი: Tiangong Program;



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Tuesday, February 12, 2019

მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 08. The Expanse - 'ექსპანსის' საპლანეტაშორისო ეკონომიკა

სამეცნიერო გასართობიPodCast-ის ეპიზოდი 08

The Expanse (ექსპანსი) - სერიალი და წიგნების სერია 'ექსპანსი', გამოირჩევა საპლანეტაშორისო ეკონომიკის დეტალური აღწერით. ეპიზოდში ვმსჯელობთ თუ რამდენად რეალისტურია სერიალში და წიგნებში აღწერილი ეკონომიკა და ფიზიკა.




RSS Feed
  • დეტალურად წიგნების სერიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით. სხვათა შორის უკვე გამოსულია 7 წიგნი, და მოელიან მე-8 (2019 წლის მარტი) და მე-9 (2020 წელს) წიგნის გამოსვლას: The_Expanse_(novel_series)Пространство (серия книг);
  • ამჟამად არის სერიალის 3 სეზონი, მაგრამ ამაზონი გვპირდება რომ 2019 წელს გამოუშვებს მე-4 სეზონს: The_Expanse_(TV_series)Пространство (телесериал);
  • ბმული სერიალის ტრეილერზე: The Expanse TrailerПространство / The Expanse / 2015 / Трейлер на русском;
  • გადატვირთვა (ინგლისურ ტერმინოლოგიაში g-force). იხილეთ ბმული: G-forceПерегрузка;
  • გადატვირთვის რეკორდსმენი აღმოჩნდა, შეერთებული შტატების სამხედრო პილოტი ჯონ სტაპი (John Stapp). ლაბორატორიულ პირობებში მან გაუძლო გადატვირთვას 46g (46ჟე). იხილეთ ბმული: What's The Strongest G-Force Humans Can Tolerate?
  • ეპიზოდში აღწერილი რეკორდი ეკუთვნოდა 'სოიუზ 18/1'-ის კოსმონავტებს, ვასილი ლაზარევს და ოლეგ მაკაროვს. გადატვირთვამ შეადგენდა 21g. ინციდენტის შემდეგ ლაზარევი მეტი არასოდეს დაფრინავდა, მაკაროვმა ორჯერ იფრინა ორბიტაზე, თუმცა ცხოვრების მანძილზე გადაიტანა 3 ინფარქტი და მე-4 ინფარქტი მისთვის ლეტალური აღმოჩნდა. დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ ბმული: Перегрузка, испытанная экипажем "Союза" - от 6g до 20g;


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Monday, February 4, 2019

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 07. ოუმუამუა-ს (Oumuaua) არაგრავიტაციული აჩქარების მიზეზები.

სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-7 ეპიზოდი.
ვსაუბროთ პირველი აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისი ობიექტის არაგრავიტაციულ აჩქარებაზე.




RSS Feed
  • ოუმუამუა, პირველი დადასტურებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი: Oumuamua, Оумуамуа
  • ეპიზოდში ნახსენები  "ლოკალურის სტანდარტული უძრაობა" თუ დაგაინტერესებთ, იხილეთ ბმული: Local standard of restЛокальный стандарт покоя.
  • სტატიას, რომელსაც ვარჩევთ პოდკასტის მსვლელობის დროს ქვია: "1I/2017 U1, ოუმუამუა-ს ორბიტის არაგრავიტაციული აჩქარება"; NON-GRAVITATIONAL ACCELERATION IN THE ORBIT OF 1I/2017 U1 (‘Oumuamua).  ინგლისური ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულით: Draft VersionNature;
  • ნახსენები იარკოვსკის ეფექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულით: Yarkovsky_effectЭффект Ярковского.
  • ნახსენები ასტეროიდი ბრაილი (9969 Braille): 9969_Braille(9969) Брайль.

  • ბმული ალფრედ ვან ვოგტის მოკლე მოთხრობაზე "მძინარე", რომელშიც მოაზროვნე ობელისკს ეღვიძება რადიაციისაგან. რუსულ ბმულზე შეიძლება წიგნის ონლაინ წაკითხვა თუ სათაურს დააწკაპუნებთ, ან რიდერისთვის გადმოწერა: DormantАльфред Ван Вогт - Пробуждение.


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Tuesday, April 17, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 06. მზის პანელები და ჩოხრალსკის "ჩურჩხელა"


სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-6 ეპიზოდი.
ვსაუბროთ უამრავ და სჯობს უბრალოდ ბმულების ჩამონათვალს გადახედოთ.





RSS Feed

  • წიგნი "მე რობოტი" შეგიძლიათ წაიკითხოთ ონლაინ ამ რესულ თარგმანში ამ რესურსზე: Айзек Азимов.
  • არსებობს წიქნი "მე, რობოტი"-ს ქართული თარგმანიც თუმცა მისი ონლაინ ვერსია ვერ ვიპოვეთ.


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Tuesday, April 10, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 05. შავი ხვრელები და ზეციური სასახლე


კომპლიუტერული სიმულაცია. სურათზე ნაჩვენებია,
როგორ გაამრუდებს შავი ხვრელი შორეული გალაქტიკიდან
მოსულ შუქს.






RSS Feed

შავი ხვრელები, შვარცშილდის რადიუსი, ხომალდი ტიანგონი (Tiangong) ანუ ჩინური ზეიური სასახლე.



სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-5 ეპიზოდი.
ვსაუბროთ თემებზე, რომელზეც შთაგვაგონა შავვმა ხვრელებმა
აქ ჩამოწერილია ზოგი წიგნი და ფაქტი, რომელიც ნახსენები გვქონდა ამ ეპიზოდში:



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Friday, March 16, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 04. პუტინი და მისი ბირთვული რაკეტა


სურათზე ნაჩვენებია, ნევადაში, პროექტ NERVA-ს 
(NERVA - The Nuclear Engine for Rocket Vehicle Application) 
გამოცდის პროცესი. 


RSS Feed

ბითვრული სითბურ რაკეტები, პროექტი ნერვა, ბირთვული რეაქტორები.



სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მეოთხე ეპიზოდი.
ბსაუბროთ თემებზე რომელზეც შთაგვაგონა ჩვენი ჩრდილო მეზობლის ბირთვული კუნთების თამაშმა

აქ ჩამოწერილია ზოგი წიგნი და ფაქტი, რომელიც ნახსენები გვქონდა ამ ეპიზოდში:



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Friday, March 2, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 03. "პრომეთეუსი"


ფილმი "პრომეთეუსი", რატომ არ უნდა მოვიხსნათ მუზარადი უცხო პლანეტაზე!


საუბრები ყველაფერზე რაზეც შთაგვაგონა ფილმმა 'პრომეთეუსმა'.

RSS Feed

ანაბიოზი, ბიოლოგიური უსაფთხოება, კრიო-ძილი და კოსმონავტების კარანტინი.


სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მესამე ეპიზოდი.
ვარჩევთ ორ ფილმს: Prometheus (2012)-ს და Alien: Covenant (2017).

აქ ჩამოწერილია ზოგი წიგნი და ფაქტი, რომელიც ნახსენები გვქონდა ამ ეპიზოდში:
  • ინფორმაცია, ფილმების სერია 'უცხო'-ზე, შეგიძლიათ ნახოთ ბმულში: Alien_(franchise)Чужой_(серия_фильмов).
  • მეტი ინფორმაცია მეტეორიტზე მარსიდან: Martian_meteoriteМарсианский метеорит.
  • წიგნი რომელშიც გამოთქმული იყო ჰიპოთეზა პლანეტა ნიბირუზე: Chariots_of_the_GodsКолесницы богов.
  • საინტერესო შუასაუკუნოვანი ფრესკების მაგალითები: Ancient Aliens And Spaceships Depicted On Very Old Paintings.
  • საბჭოთა ნაწარმოები, რომელშიც პროფესორი აცოცხლებდა თავებს, არის ბელაევის ნაწარმოება "პროფესორ დოუელის თავი". მისი ორიგინალი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულში: Александр Беляев. Голова профессора Доуэля.
  • ფილმები რომლებშიც უცხო პლანეტელები არიან კეთილები: E.T. the Extra-Terrestrial (1982)Contact (1997) და Arrival (2016).
  • ჰერბერტ უელსის წიგნი "სამყაროთა ომები" (დაწერილი 1898 წელს), შეგიძლიათ ბმულით: Герберт Уэллс. Война миров;  Herbert George Wells. The War of the Worlds.
  • ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია გადარჩენა კოსმოსის უჰაერობაში და მომატებული რადიაციის პირობებში არის ე.წ. ნელამავალა (ლათ. Tardigrada ).
  • ამ სტატიის თანახმად ნელმავალას დნმ-ის 17.5% (8000 ფრაგმენტი) სხვა სახეობებისგან არის "ნასესხები". თუმცა იქვეა ნახსენები, რომ მეცნიერების მეორე ჯგუფმა მხოლო 500 ასეთი დნმ-ფრაგმენტი იპოვა და ეს მეორე ჯგუფი ვარაუდობს, რომ წინა ჯგუფის სენსაციური აღმოჩენის წყარო საკვლევი ნიმუშების დაბინძურებით არის გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში საჭიროა ამ საკითხის დამატებითი კვლევა. The Tardigrade Genome Has Been Sequenced, And It's Even Weirder Than We Thought.  
  • მატარებელში ვირუსის აფეთქების შემთხვევა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულში: Swine flu container explodes on train



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Saturday, February 24, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 02


გრავიტაციური მანევრირება; მზის იალქნები; იონური ძრავები; რადიოუზოტოპური თერმული გენერატორები.

RSS Feed

სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მეორე ეპიზოდი.
თემა:

კოსმოსური ძრავები;
გრავიტაციული მანევრირება;
გრავიტაციული შურდული;
RTG - ადიოიზოტოპური ერმეოლექტრული ენერატორი


ფილმი რომელიც ვახსენეთ, დედამიწაზე არამიწიერი ვირუსის მოხვედრის კონტექსტში არის, 1971 წელს გადაღებული The Andromeda Strain.

მოთხრობა, რომლის უცხოპლანეტელი გმირები იყენებენ ვარსკვლავებს შორის სამოგზაუროდ მზის იალქნებს, არის ლარი ნივენის "მეოთხე პროფესია" (Larry Niven. The Fourth Profession). შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორც მოთხრობის ორიგინალი ასევე რუსული თარგმანი:
Larry Niven. The Fourth Profession
Ларри Нивен. Четвертая профессия


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Wednesday, February 14, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - პირველი (საცდელი) ეპიზოდი 01

SpaceX,  ელონ მასკი,  რაკეტები.
RSS Feed: 

ეს არის საცდელი გადაცემა ციკლიდან "ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც გვაინტერესებს".
ამ პირველ ეპიზოდში საუბარი გვაქვს:
SpaceX-ზე, ელონ მასკზე, რაკეტებზე და ლუქსემბურგზეც კი... 
თუმცა ბოლოსკენ ლუქსემბურგი ლიხტენშტეინში აგვერია...


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Friday, September 2, 2016

რატომ ანათებს მეტეორი და რა არის მეტეოროიდი?


მეტეოროიდი ან მეტეორული სხეული
არის კოსმოსური წარმოშობის მინერალი, რომელიც კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს. ზომების თვალსაზრისით მეტეოროიდს შუალედური ადგილი უკავია კოსმოსურ მტვერსა და ასტეროიდს შორის. 

რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მეტეოროიდი, მტვრისა ან ასტეროიდისგან, ზომით განვასხვაოთ, უნდა დავასახელოთ ზომის კონკრეტული შუალედი. ისიც გასაგებია, რომ ამგვარი შუალედი შეთანხმების საგანი იქნება.

როგორც წესი, მეტეორულ სხეულად ანუ მეტეოროიდად, მიიჩნევა ბუნებრივი წარმოშობის ობიექტი, რომლის ზომი მნიშვნელობა მდებარეობს შუალედში 10 მიკრონიდან (მილიმეტრის მეასედი) - 1 მეტრამდე. თუმცა ზოგჯერ ზომის ზედა ზღვარად ასახელებენ 10 მ, უფრო დიდი ზომის ობიექტები ითვლებიან ასტეროიდებად. თუმცა რიგ შემთხვევაში ასტეროიდებად მიიჩნევენ ობიექტებს რომელთა ზომაა 100მ ან 1000მ (0.1კმ-1კმ). 

ინმეს თუ დაგაინტერესებთ რატომ განისაზღვება მეტეოროიდის ზომები მაინც და მაინც ამ საზღვრებში იხილეთ სტატია.

ზემოთ თქმული უფრო მარტივი სიტყვებით რომ ჩამოვაყალიბოთ, მეტეოროიდი ან მეტეორული სხეული არის კლდის ან ლითონის ნატეხი, რომელიც დაფრინავს კოსმოსურ სივრცეში. ასეთ სხეულს შეუძლია დაუზიანებლად იფრინოს მილიარდი წლის განმავლობაში. 

თუმცა კი, თუ არსებობს ორი სხეული, ყოველთვის არსებობს არანულოვანი დადებითი ალბათობა იმისა რომ ეს სხეულები ერთმანეთს დაეჯახება, ამიტომ ყოველთვის არსებობენ მეტეორული სხეულები რომლებიც დედამიწას ეჯახებიან.

რა მდებარეობს დედამიწის ზედაპირსა და კოსმოსს შორის ?
პირველად შეკითხვა უაზროდ შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა როგორც კარგი მასწავლებლები ამბობენ: "უაზრო შეკითხვა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უაზრო პასუხი". 

დედამიწის ზედაპირსა და კოსმოსს შორის მდებარეობს სხვა და სხვა აირების ნაზავისგან შემდგარი ფენა. ამ ფენას ეწოდება ატმოსფერო. რაც უფრო მაღლა ავდივართ, ზღვის დონიდან, მით უფრო გაუხშოვებული ხდება ატმოსდერო (მით უფრო არამკვრივი ხდება გარემოში არსებული ჰაერი). საერთაშორისო ფრენითი რეგულაციების თანახმად 3600-4500მ სიმაღლეზე არაჰერმეტული კაბინით ფრენაზე დაწესებულია 30 წთ-იანი შეზღუდვა, თუკი ვინმე გადაწყვეტს ავიდეს 8000მ-სიმაღლეზე, ის მიადგება ე.წ.  'მკვდარ ზონა'-ს. ამ  სიმაღლიდან მოყოლებული ჰაერის წნევა იმდენად დაბალია, რომ სისხლი ვეღარ ითვისებს ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამიტომ სპეციალური აღჭუირვილობის გარეშე, ამ სიმაღლის ნიშნულზე დარჩენა, უაღრესად სახიფათოა არამც თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ მისი სიცოცხლისათვისაც კი.

მაგრამ დედამიწის ატმოსფერო 8კმ-ის შემდეგაც გრძელდება. 100კმ სიმაღლეზე მდებარეობს ე.წ. კარმანის ხაზი (Kármán line). აერონავტიკის საერთშორისო ფედერაცია (FAI - Fédération Aéronautique Internationale) კოსმოსის დასაწყისად სწორედ კარმანის ხაზს მიიჩნევს, თუმცა ფიზიკის თვალსაზრისით დედამიწის ატმოსფერო მთავრდება მხოლოდ 100000კმ-იან ნიშნულზე.

სურ 1. ატმოსფერო და მისი შრეები. მარცხენა სკალა  შეესაბამება სიმაღლეს (კმ) ზღვის დონიდან, შუა სკალა არის ატმოსფერული წნევა (მბ - მილი ბარები), მარჯვნივ მდებარე წითელი ხაზი აღნიშნავს ტემპერატურის ცვლილებას სიმაღლისდა მიხედვით. აღსანიშნავია რომ კოსმოსური ხოლმადები დაფრინავენ უკვე 400-500კმ სიმაღლიდან მოყოლებული, თუმცა იქ მაინც არსებობს უაღრესად გაუხშოებული ატმოსფერო, და მასთან ურთიერთქმედების გამო; დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის გაკეთების დროს, კოსმოსური სადგური შეიძლება კარგავდეს 1მ-10მ ორბიტის სიმაღლეს.

რა არის მეტეორი.
სიტყვა მეტეორი, წარმოქმნილია ბენძნული სიტყვისგან მეტეოროს (μετέωρος), რაც თარგმანში "ციურს" ნიშნავავს.  ამ სიტყვით აღნიშნავენ კაშკაშა ობიექტს რომელიც უეცრად ჩნდება ღამის ცაზე, გარკვეულ კუთხურ მანძილს გადის და უკვალოდ ქრება. ხალხში ამბობენ "ვარსკვლავი მოწყდა" თუმცა ტექნიკურად ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მეტეორის გაელვების   მოვლენას ვარსკვლავთან მხოლოდ მოჩვენებითი მსგავსება აქვს.
სურ 2. ღამის ცა და ექვსი გაელვებული მეტეორი. გადაღებულია ხანგძლივი ექსპოზიციით.
მეტეორის გაელვების არსი შემდეგში მდგომარეობს: მეტეოროიდი ან ასტეროიდი შემოდის დედამიწის ატმოსფეროს შიდა შრეებში. მართალია დიდ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან გაუხშოვებულია, მაგრამ კოსმოსიდან შემოჭრილ სხეულს იმდენად დიდი სიჩარე აქვს, რომ უკვე 85კმ სიმაღლეზე, მოლეკულებთან ურთიერთქმედების გამო,  ვარდნილი სხეული ძლიერად ცხელდება და იწყებს კაშკაშა ნათებას.  ამ გზით გაცხელებულ და განათებულ სხეულს უწოდებენ მეტეორს. 50კმ სიმაღლეზე მეტეორების უმრავლესობა  ბოლომდე ჩაიწვება ხოლმე.


რა სიჩქარე აქვს მეტეორს?

მეტეორის სიჩქარე, ან რაც იგივეა, კოსმოსური წარმოშობის ვარდნილი სხეულის სიჩქარე შეიძლება შეადგენდეს 10 კმ/წმ - 70 კმ/წმ (10 000 მ/წმ - 70 000 მ/წმ).

შედარებისთვის:
ოლიმპიური სპრინტერი სადღაც 10 მ/წმ სიჩქარით დარბის;
ფორმულა ერთის ბოლიდის სიჩარის რეკორდია 115 მ/წმ;
ჰაერში აკუსტიკური ბგერის გავრცელების სიჩქარეა 340 მ/წმ (ნომრალური ატმოსფერულ იპირობების შემთხვევაში);
ხოლო ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის (სრ-71 "შაშვი" SR-71 Blackbird) სიჩქარის რეკორდია 980 მ/წმ.


რატომ ცხელდება და რატომ იწვის მეტეორი?
კოსმოსიდან ვარდნილი სხეულის გაცხელების მიზეზი უკვე დავასახელეთ.
ატმოსფეროში, დიდ სიჩქარეზე შემოჭრილი სხეული, ურთიერთქმედებს აირის მოლეკულებთან, რაც იწვევს გაცხელებას. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გაცხელების მიზეზია ხახუნი. მართლაც როდესაც ორი მყარი სხეული ერთმანეთს ეხახუნება ადგილი აქვს გაცხელებას, მაგრამ ჰაერი, დიდ სიმაღლეებზე უაღრესად გაუხშოებულია, ამიტომ მხოლოდ ხახუნს არ შეუძლია მეტეორის ანთება.

საქმის ვითარება უფრო რთულად არის.
მეტეორის სიჩარე, ბევრად აღემატება ატმოსფეროს მოლეკულების სიჩქარეს (სულ მცირედ 30-ჯერ, ზოგჯერ შემთხვევებში კი 200-ჯერაც კი). ეს იმას იწვევს რომ მოლეკულები რომლებსაც ეჯახება მეტეორი, ვერ ასწრებენ დროულად გაქწევას, ისე როგორც ეს დაბალ სიჩარეებსზე ხდება. მოლეკულები ჭარბი რაოდენობიდ გროვდებიან მეტეორის წინ. მათ ემატება ახალი მოლეკულები. მეტეორის წინ ჩნდება შეკუმშული აირის ბალიში (ე.წ. დარტყმითი კონუსი), რომელიც ატმოსფეროს დაბალ ფენებში ჩასვლისას სულ უფრო და უფრო სქელდება და ცხელდება. შეკუმშვით გაცხელებული აირი მეტეორს გვერდს უვლის მაგრამ მის ადგილს ახალი იკავებს.

ანალოგიური მოვლენა ხდება ზებგერითი თვითმფრინავის მოძრაობის დროს თუმცა იმის გამო რომ ტიპიური ზებგერითი თვითმფრინავის სიჩქარე მხოლოდ 1-2 ჯერ აღემატება ჰაერის მოლეკულების სიჩქარეს, ეს ეფექტი არ არის იმდენად დრამატული, როგორიც მეტეორის შემთხვევაში.

სურ 3. სურათზე გამოსახულია ტრანს-ბგერითი (0.8 - 1.0 მაჰი) სიჩქარით მოძრავი თვითფმფრინავი. სამაგიეროდ თვითმფრინავის გარშემო მოძრავი ჰაერს  სხვა და სხვა სიჩარე აქვს. ცალკეულ ადგილებში ნაკადის სიჩქარე შეიძლება გახდეს ზებგერითი (1.2 მაჰ). საკმაოდ ჩახლართული ფიზიკის გამო, ფრენის ამ რეჟიმში შეიძლება წარმოიქმნას ე.წ. ორთქლის კონუსი, რომელიც კარგად ჩანს სურათზე. მართალია ორთქლის კონუსი თითქოს და ლამაზად წარმოაჩენს დარტყმითი ტალღის ფრონტს, მაგრამ არ არის აუცილებელი ის წარმოიქმნას დარტყმით ტალღის ფრონტზე, ორთქლწარმოქმნა შეიძლება ჩაჭერილი იქნას ორ დარტყმითი ტალღის ფრონტს შორის. ორთქლის კონუსის წარმოსაქმნელად არის არის უცილებელი თვითმფრინავი ზებგერითი სიჩქარით მოძრაობდეს, საკმარისია ტრანს-ბგერითი სიჩქარეც.


შემკვრივების ჰაერის "დარტყმითი ბალიში" აცხელებს მეტეორს ტემპერატურამდე, რომელებზეც ლითონი იწყებს ნათებას, ლღობას და დუღილს. მეტეორის ზედაპირი სწრაფად ორთქლდება და მხოლოდ იშვიათი მეტეორი ეხება დედამიწის ზედაპირს. იმისთვის რომ ატმოსფეროში შემავალი კოსმოსური ხომალდი მეტეორივით არ ჩაიწვას ატმოსფეროში შესვლისთვის განკუთვნილ მოდულებს წინა მხარეს უკეთებენ ე.წ. თერმულ ფარს. ამ მოდულებს აქვთ სპეციფიური ფორმა (სურ. 4), რომელიც ვარდნილი მეტეორების ფორმით არის შთაგონებული.
სურათი 4. ატმოსფეროში მაღალ სიჩქარეზე შემავალი დასაჯდომი კაფსულა.

დედამიწაზე კოსმოსიდან დაცემულ სხეულს ქვია მეტეორიტი. (არ აურიოთ მეტეორთან. მეტეორს უწოდებენ სხეულებს, რომლებიც მთლიანად ჩაიწვა ატმოსფეროში და არ დაეცა მიწის ზედაპირს).  

რა ზომის უნდა იყოს სხეული, რათა დაეცეს დედამიწის ზედაპირს?

დაეცემა  თუ არა კოსმოსური სხეული დედამიწის ზედაპირზს? ამ კითხვაზე პასუხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვარდნილი სხეულის გვარობაზე (შემადგენლობაზე). მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ქვის და ლითონის მეტეოროიდებით მაშინ ამოცანა შედარებით გამარტივდება და დაიყვანება ვარდნილი სხეულის სიჩქარესა და ზომაზე.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ დედამიწაზე ვარდება მხოლოდ ის სხეული რომლის ზომა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მან ვერ მოასწროს ატმოსფეროში ბოლომდე დაწვა. ეს მოსაზრება თავისთავად სწორია, მაგრამ მეტეორიტის სიდიდე არ არის მისი წარმოქმნის ერთადერთი და აუცილებელი კრიტერიუმი.

დედამიწის ზედაპირს აღწევენ ის მსუბუქი მეტეორიტებიც, რომლებიც მცირე წონისა და ჰაერის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, სწრაფად კარგავენ საწყის სიჩქარეს. თუკი მათი მოძრაობა საკმარისად შენელდება, ისინი შეწყვეტენ წვას და კაშკაშა ნათებას და შედარებით შეუმჩნევლად გააგრძელებენ დედამიწის ზედაპირისკენ ვარდნას. მაგრამ ასეთი შენელებული მეტეორიტის სიჩქარე მაინც დიდია. დაცემისას ამგვარ ობიექტს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია (მაგ. 1825 წელს ინდოეთში დაფიქსირდა ადამიანის, მეტეორიტით სიკვდილის ფაქტი. მეტეორიტმა არა მარტო მოკლა ადამიანი, არამედ მეტეორის დაცემით წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ  მეზობელ შენობებში შუშებიც ჩალეწა (იხილეთ ბმული).

გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ მეტეორის დიდი ზომები აფერხებენ მის გარდაქმნას მეტეორიტად. საწყისად დიდი მეტეორები ხშირად ვერ უძლებენ ატმოსფეროში წარმოქმნილი დარწყმითი 'ბალიშის' ზემოქმედებას და უფრო მცირე ფრაგმენტებად იშლებიან (სურ.5),
სურ 5. გამოსახულებაზე შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ წყდებიან დიდ მეტეორს უფრო მცირე ფრაგმენტები. ძირიდადი მეტეორის "კუდში" რჩებიან, რადგანაც უფრო მსუბუქები არიან და ამის გამო სიჩქარეს უფრო სწრაფად კარგავენ.


საინტერესო ფაქტი: დედამიწის მიმართ მხები ტრაექტორიის მქონე მეტეორი ატმოსფერომ საერთოდაც შეიძლება ისევ კოსმოსში აისხლიტოს, ეს ფაქტიც მეტეორის მიერ წარმოქმნილი დარტყმითი "ბალიშით" იქნება გამოწვეული.

მოკლედ, "მომწყდარი ვარსკვლავის" მიღმა, საკმაოდ საინტერესო ფიზიკა იმალება.