Tuesday, February 26, 2019

პოდქასტი: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 09, კითხვები, პასუხები და და ეპიზოდი 9 1/2, ჩინური სადგურები მთვარეზე


სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მე-9 ეპიზოდი და 9+1/2 
ცოტცოტას ყველაფერზე ვსაუბრობთ: ვპასუხობთ მსმენელიის შეკითხვებს, ვყვებით ჩინურ მთვარის პროგრამებზე.





RSS Feed
სადემონსტრაციო ნაპერწკალური კამერა



ეპიზოდი 09  --   კითხვა-პასუხი!!!
  • ნაპერწკალური კამერა, მოწყობილობა რომელსაც იყენებენ მაღალენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკების დეტექტირებისათვის: Искровая камераSpark Chamber;
  • ცოტა მეტი ინფორმაცია, ემი-ის (ლექტრო-აგნიტური მპუსის) შესახებ წაიკითხეთ ბმული (EMP, იკითხება როგორც "ი-ემ-პი"): Электромагнитный импульсElectromagnetic pulse;
  • დედამიწის მაგნიტური ველი ასიმეტრიული ფორმისაა, ის ტითქოს შეკუმშულია მზის მიმართულებით, მაგრამ მზის საპირისპირო მიმართულებით ძლიერად გაწელილ კუდს წააგავს. ამის მიზეზი არის მზისგან მოსული პლაზმასთან ზემოქმდებეა. მხარე რომელიც მზისკენ არის მიმართული 60 000კმ-ზე ვრცელდება (დედამიწის რადიუსი არის მხოლოდ 6000კმ) მაშინ როცა მზის საპირისპიროდ მიმართული კუდი ვრცელდება თითქმის 6 მილიონ კილომეტრზე. ცოტა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე:   Магнитосфера;  Magnetosphere;
    "დღის განათების მილი" რომელიც ნათდება
    მაღალძაბვიანი გადამცემი ხაზის მიერ შექმნილი
    ელექტრო-მაგნიტური ველით.
  • მაღალძბვიანი სადენების სიახლოვეს მართლაც შეგიძლიათ აანთოთ ე.წ. "დღის განათების" მილები.
  • ბასარდის პირდაპირი დინების რეაქტიული ხომალდი (Bussard ramjet). ეპიზოდში აღწერილი პირდაპირი დინების რეაქტიულ ძრავაზე მომუშავე ჰიპოტეტური კოსმოსური აპარატია, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოძრაობისას შეაგროვებს გალაკტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცეში არსებულ ნაწილაკებს:  Межзвёздный прямоточный двигатель БассардаBussard ramjet;
  • მარსმავალი ოპორტუნიტი (შესაძლებლობა ან უფრო ხულიგნურ თარგმანში 'შანსი") აპარატის წონასთან დაკავშირებით პოდქასტის ეპიზოდში გაუგებრობას აქვს ადგილი. თავად მარსმავალი (დედამიწაზე) იწონის 185კგ-ს, მაგრამ მარსე გაიგზავნა აგრეთვე: 348კგ-იანი დასაჯდომი მოდული; 209კგ-იანი დასაჯდომი ნაჭუჭი და პარაშური; 78კგ-იანი თერმული ფარი; 193კგ-იანი მარსზე გასამგზავრებლად საჭირო სარაკეტო საფეხური და 50კგ საწვავი. რაც შეეხება მარსმავალის მუშაობის გეგმიურ დროს, თავდაპირველად ითვლებოდა რომ ის სადღაც 3 თვე იმუსავებს, მაგრამ საბოლოოდ მან შეძლო მარსზე 15წ ფუნქციონირება (15 დედამიწის წელიწადი და 8 მარსის წელიწადი). ამ დროის განმავლობაში მან ჯამურად 45კმ გაიარა. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ОппортьюнитиOpportunity Rover.
ეპიზოდი 9 და 1/2 (ალუზია შიშველ პისტოლეტზე)


  • მაო ძედუნის გრძელი მარშის თაობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: Великий поход китайских коммунистовLong March
  • პირველი ჩინელი კოსმონავტის სახელია იანგ ლივეი-ზე, ის გავიდა კოსმოსში ჩინური აპარატით შენჟოუ 5 (Shenzhou 5), 2003 წლის,15 ოქტომბერს. შედარებით მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: Yang Liwei;
  • მანქანა რომელსაც ლუი ეძახის "პაზიკს" არის Па́зик (ПАЗ-3205): ПАЗ-3205;
  • ლუის თხოვნით ვდებ ამ ლინკსაც სადაც ჩინური მოდულის ჩანგ'ი-ს ფოტოსურათები შეგიძლიათ იხილოთ ფრიად საინტერესო მუსიკის თანხლებით: Chang’e-3 Mission Images;
  • კოსმოსური პროგრამა ტიანგონი: Tiangong Program;
  • კოსმოსური ხომალდი ჩონჟოუს შესახებ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ბმულით: Шэньчжоу (космический корабль)Shenzhou (spacecraft);
  • კოსმოსური პროგრამა ტიანგონი: Tiangong Program;



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

No comments:

Post a Comment