ჩვენი სამეცნიერო გასართობი პოდქასტის ეპიზოდი 11, კვანტური ფიზიკა - პირველი ნაწილი.
მასში, ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მარტივად ავხსნათ საიდან მომდინარეობენ კვანტური მექანიკისი ძირითადი იდეები, და რაში მდგომარეობენ ისინი.
RSS Feed
კვანტური მექანიკა -ნაწილი I
- გიოდელის თეორემა, პოსკასტის ამ ეპიზოდში გაჟღერებულია თეორემის ის ვარიანტი რომელიც მახსოვდა ფილოსოფიის კურსიდან, კონკრეტულად მას არ მოვიყვან მაგრამ ვისაც მეტის საკითხვა გაინტერესებთ იხილეთ ბმული (ვიკიპედიაზე თეორემის ამჟამინდელ ქართული ვარიანტი ცოტა გაუგებარია, მაგრამ არც სხვა ვარიანტებია ადვილად გასააზრებელი): გოდელის არასრულობის თეორემები; Теорема Гёделя о неполноте; Gödel's incompleteness theorems;
- ის რასაც ვეძახით ნიუტონის მექანიკა-ს არის იგივე კლასიკური მექანიკა: კლასიკური მექანიკა; Классическая механика; Classical Mechanics;
- ეპიზოდში მოვიხსენიეთ რობერტ ჰუკი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიკის განვითარებაში. ეპიზოდში შეცდომით დავასახელეთ ის სამეცნიერო სამეფო აკადემიის პრეზიდენტად. ასეთი წოდება მას არ ქონდა, თუმცა ის აკადემიის დაარსების თანავე გახდა მისი სამეცნიერო კურატორი. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვიკიპედიაზე: რობერტ ჰუკი; Роберт Гук; Robert Hooke;
- ცოტა ფორმალური განმარტებები კვანტური მექანიკის ან კვანტური ფიზიკის შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულით: კვანტური მექანიკა; Квантовая механика; Quantum mechanics;
- ჰაიზენბერგის განუზღვრეობა, ლიტერატურაში ზოგჯერ შესაძლოა შეგხვდეთ როგორც კვანტურ იგანუზღვრელობა, ან განუზღვრელობის პრინციპი: Принцип неопределённости; Uncertainty Principle;
- ადამიანი, როლის მიმართად ლუი გრძნობს პასუხისმგებლობას კვანტურ მექანიკის პოპულარული ენით ახსნის კონტექსტში, არის ნილ დეგრას ტაისონი: ნილ დეგრას ტაისონი; Нил Деграсс Тайсон; Neil DeGrasse Tyson;
- ეპიზოდში დავასახელეთ ერთეული ანგსტრემი (ინგლისურ ტრანსკრიფციაში ანგსტრომი). ანგსტრემის საერთაშორისო აღნიშვნა არის Å .და 1Å = 10−10 მ(მეტრი) = 0,1ნმ (ნანომეტრი). იხილეთ ვიკიპედიის გვერდი: ანგსტრემი; Ангстрем; Angstrom;
- ნეო - ფილმი მატრიცას მთავარი პროტოგონისტი, რომლის როლს ასრულებს ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი (Keanu Charles Reeves): Нео (Матрица); Neo (The Matrix);
- ორი რღეჩოს ექსპერიმენტი, რომელიც ვახსენეთ ეპიზოდში რათქმაუნდა არ აკადემიურ ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული სახელი, უფრო ზუსტი იქნებოდა გვეხმარა ტერმინაბი: ორჭრილოვანი ექსპერიმენტი; Опыт Юнга (эксперимент на двух щелях); Double-slit experiment;
- ოდნავ უფრო მეტის წაკითხვა რელეი ჯინსის სპექტრული განაწილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ვიკიპედიის გვერდებზე: Закон Рэлея — Джинса; Rayleigh–Jeans law;
- პლანკის კანონს ეძახიან აღწერას რომელიც გამოსადეგია ე.წ. აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების აღსაწერად. თუ გაგიჩნდათ სურვილი წაიკითხოთ პლანკის განაწილებაზე იხილეთ ვიკიპედიის გვერდი: Формула Планка; Planck's law;
- ნილს ბორი, კვანტური მექანიკის ერთერთი ფუზემდებელი (სხვათა შორის ის ნამყოფია საქართველოში სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში და თ.ს.უ.-ში ინახება დაფა რომელზეც მან დაწერა თავისი ცნობილი 'ურთიერთ-შევსების პრინციპი' მისივე ავტოგრაფითურთ): ნილს ბორი; Нильс Хе́нрик Дави́д Бор; Niels Bohr (Niels Henrik David Bohr);
- ე.წ. ბელის უტოლობა ან ბელის თეორემა, არის ის რასაც პრინციპში ექსპერიმენტულად შეუძლია გაიგოს ვინ იყო მართალი ცნობილ კამათში, აინშტაინი თუ ბორი. პოტენციურად შესაძლებელია გადამოწმდეს არის თუ არა კვანტური მექანიკა გარკვეულ ფარული პარამეტრებზე დამოკიდებული, და შეიძლება თუ არა მისი ეფექტები ჩვენი უბრალო უცოდინრობით აიხსნას. Неравенства Белла; Bell's theorem;
PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis
Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) - პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone
No comments:
Post a Comment