მეტეორი
მეტეორი, არის კოსმოსური სხეული, რომელიც იმდენად დიდი სიჩქარით იჭრება დედამიწის ატმოსფეროში, რომ ცხელდება და იწყებს ხილულ წვას.
ატმოსფეროში შემავალი მეტეორი |
ამ დროს, (ჩეულებრივ წმ-ის რამოდენიმე მეათედის, იშვიად
შემთხვევებში კი რამოდენიმე წმ-ის განმავლობაში), შეიძლება დაინახოთ თუ როგორ
კვეთს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, სწრაფად მოძრავი კაშკაშა ობიექტი,
მეტეორს ზოგჯერ "მოწყვეტილ ვარსკვლავს" ეძახიან.
ასტრონოიული თვალსაზრისიდ
ტერმინები "ჩამოვარდნილი ვარსკვლავი", "მოწყვეტილი ვარსკვლავი" უაღრესად
მცდარი სახელწოდებაა, იმიტომ რომ ერთადერთი ვარსკვლავი ჩვენს მზის
სიტეტმაში არის თავად მზე და ის თავისი მასით და ზომებით ყველა პლანეტას აღემატება, ერთად აღებულს.
მაშინ როცა მეტეორი არის ჩვეულებრივი, მცირე ზომის,
კოსმოსური სხეული რომელიც პლანეტის ატმოსფეროში იწვის.
ბოლიდი
ძალიან კაშკაშაა მეტეორს, ასტრონომიაში ბოლიდი (ინგ. bolide) ეწოდება.მეტეორიტი
მეტეორს რომელიც ბოლომდე არ ჩაიწვა პლანეტის ატმოსფეროში, და პლანეტის ზედაპირს შეეხო, ეწოდება მეტეორიტი.ანტარქტიდაზე ნაპოვნი ერთერთი მეტეორიტი, დვილად შესამჩნევია რომ მისი ფორმა დეფორმირებულია დნობის შედეგად, ფოტოს ავტორია Russell Kempton, N.E. Meteorite Services, www.meteorlab.com |
როგორც წესი მეტეორიტის დაჯახების შემდეგ პლანეტის ზედაპირზე ე.წ. კრატერები ჩნდება.
მეტეორული წვიმა (ინგ. meteor shower)
მეტეორული წვიმა (ან
მეორე ტერმინი მეტეორული ნაკადი) ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც
გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებიან, ცის რომელიმე ერთი
წერტილიდან მომავალ მეტეორებს.
მეტეორული წვიმის არსებობისთვის არ არის აუცილებელი ყველა მეტეორი ერთდროულად დაიკვირვებოდეს, ეს პროცესი შეიძლება რამოდენიმე ღამეზე იყოს გაწელილი.
მოცემულ შემთხვევაში ნახატზე ნაჩვენებია ე.წ. ლეონიდების (Leonids) ნაკადი. ნაკადმა ეს სახელი მიიღო იმის გამო, რომ მეტეორიტების წაროსახვითი წყარო, ლომის (ლათ. Leo) თანავარსკვლავედში მდებარეობს. |
როგორ წარმოიქმნება მეტეორული წვიმა?
ყველას გვსმენია კომეტების შესახებ.
ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, კომეტა არის ტალახიანი ყინულის გუნდა რომელიც მზის გარშემო, უაღრესად გაწელილი ორბიტით მოძრაობს.
როდესაც კომეტა შორს არის, ის არ ჩანს, მაგრამ როცა მზეს უახლოვდება, ყინული მზის სიმხურვალის გამო აორთქლებას იწყებს.
ის რასაც ჩვენ როგორც კომეტის კუდს აღვიქვავთ, სინამდვილეში მილიონობით
კილომეტრზე გაფანტული, წყლის ორთქლის ღრუბელია, რომელიც ანათებს, და კუდის
შთაბეძდილებას ტოვებს.
ჰალე-ბოპპის კომეტა. Comet Hale–Bopp. |
http://en.wikipedia.org/wiki/Comet_Hale%E2%80%93Bopp |
განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ადამიანს დაებადება შეკითხვა, რა მოსდის კომეტას როცა მასზე მყოფი მთელი ყინული აორთქლდება და გაიფანტება.
სინამდვილეში კომეტა უბრალოდ აღარ ჩანს, მაგრამ კვლავაც აგრძელებს მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას.
ყინულნარევი "ტალაყის" მაგივრად, ორბიტაზე მხოლოდ ტალახი რჩება.
სანამ ყინული არსებობდა, კომეტა ერთიანი შეკრული სხეული იყო.
ყინული აორთქლებასთან ერთად კომეტის დარჩენილი "ტალახიანი" ნაწილი სულ უფრო და უფრო წვრილ ფრაგმენტებად დაიშალა.
საბოლოოდ, ორბიტაზე მცირე ობექტების ხროვა რჩება, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო განიფინება კომეტის პირვანდელი ორბიტის გასწვრივ.
როდესაც დედამიწა ასეთი კომეტის ორბიტას კვეთს, ის შეიძლება მცირე სხეულბის მოძრაობის გზაზე აღმოჩნდეს, სწორედ ამ დროს დაიკვირვება მეტეორული წვიმები.