წიაღისეულ ნარჩენებად ქცეული „ცისკრის ფრინველი“ ან «განთიადის
ფრინველი», აურორნის ქსუი (Aurornis xui), 160 მილიონი წლის წინად
ცხოვრობდა. მას ქონდა ბუმბული, მაგრამ არ შეეძლო ფრენა.
აურორნის ქსუიმ (Aurornis xui) “გამოაძევა” არქეოპტერიქსი, ფრინველთა უძველესი ცნობილი წინაპრის, ადგილიდან.
ოფოფის ზომის, პრეისტორიუილმა ცხოველმა შესაძლოა მოიპოვოს წოდება “უძველესი ფრინველის, რომელიც ოდესმე დაიარებოდა დედამიწის ზურგზე”.
პატარა, ბუმბულით დაფარული, “ცისკრის ფრინველი” ცხოვრობდა სადღაც 160 მილიონი წლის წინ, აქამდე ცნობილი უძველეს ადრეული ფრინველზე, არქეოპტერიქსზე, 10 მილიონი წლით ადრე.
ახალ სახეობას მეცნიერებმა შეარქვეს აურორნის ქსუი (Aurornis xui). მას ქონდა ბჭყალები და გრძელი კუდი. წინა და უკანა ფეხებით წააგავდა არქეოპტერიქს, მაგრამ ძვლების ზოგიერტი დეტალი უფრო პრიმიტიული ქონდა. ნისკარტიდან კუდის ბოლომდე მისი სიგრძე შეადგენდა 50სმ.
დანალექ ქანებში დამწყვდეულმა გაქვავებამ (გაქვავება - პროცესი, როდესაც ორგანული სხეული მთლიანად ჩაინაცვლება, გაიჟღინთება, მინერალური ნივთიერებებით. ამ დროს მცენარეებისა და ცხოველების ორგანული ნივთიერებები გარდაიქმნება გაქვავებულ სუბსტანციად, რის გამოც მთელ რიგ შემთხვევებში შენარჩუნებულია ორგანიზმის პირველადი სტრუქტურა) შეინარჩუნა ცხოველის კუდის, კისრის და გულმკერდის გასწვრივ არსებული ბუმბულის ნიშნები, მაგრამ უფრო დიდი ფრთა-ბუმბულის არ არსებობა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ფრენის უნარი არ გააჩნდა.
როდესაც მეცნიერებმა, ჩონჩხის პარამეტრების გაზომვით, აღადგინეს მსგავსი ცხოველების ევოლუციური ხე, აურორსნისი აღმოჩნდა ფრინველთა ოჯახში, მაგრამ არქეოპტერიქსთან შედარებით, გენეოლოგიური ხის სათავესთან უფრო ახლოს.
“ეს მნიშვნელოვანი გაქვავებაა” ამბობს გარეთ დიკი (Gareth Dyke), საუსჰემპტონის უნივერსიტეტის (Southampton University) უფროსი პალონტოლოგისტი. “აურორნისმა გადმოაგდო არქოპტერიქსი, 'ფრიველების შტოს უძველესი წარმომადგენელი'-ს ადგილიდან.”
არქეოპტერიქსს, ევოლუციურ ისტორიაში, დაფასებული ადგილი უკავია. 1861 წელს, გერმანიაში აღმოჩენილმა გაქვავებამ, დაამტკიცა რომ თანამედოვე ფრინველები, დინოზავრებისაგან გავნითარდნენ. ეს იყო პირველი გაქვავება, რომელმაც გაამყარა, 2 წლით ადრე გამოქვეყვებული, დარვინის ევოლუციის თეორია.
ნარჩენები მეცნიერებმა შეიძინეს ადგილობრივი მოვაჭრისგან, რომელის გნაცხადებითაც ისი ჩამარხული იყო, იაოლუგუო-ში (Yaoluguo), დასავლეთ ლიაონინგი (Liaoning), ჩინეთი.
მკვლევარებმა ახალ სახეობას დაარქვეს აურორნის ქსუი (Aurornis xui). სახელი მიგვანიშნებს უძველეს დროზე, რომლიდანაც მოყოლებულმა ევოლუციურმა გზამ, თანამედოვე ფრინველებამდე მივიყვანა. სიტყვა “აურორნის” წარმოქმნილია კომბინაციიდან, ლათინური aurora (“განთაიდი”) და ბერძნული ornis(“ფრინველი”). სახელის მეორე ნაწილი, ქსუი (xui), ჟურნალ Nature-ის თანახმად, შერჩეულია ჩინელი პალეონტოლოგისტის, ქსუ ქსინგ-ის (Xu Xing) საპატივსაცემოდ.</ahref>
ჩინეთისჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, იზოუს (Yizhou) წიაღისეული დაგეოლოგიური პარკის მკვლევარება, ნარჩენები შეიძინეს ადგილოვბირი გაქვავებებით მოვაჭრისაგან, რომლის განცხადებითაც ისინი მიწიდან ამოიღეს იაოლუგუოში(Yaoluguo), დასავლეთ ლიანინგში (Liaoning), სადაც დანალექი ქანები ჩამოყალიბდა 153 - 165 მილიონიწლის წინ.
მეცნიერებისთვის არ არის უჩვეულო ამბავი იმუშავონ ადგილობრივ გაქვავებებით მოვაჭრეებთან, მაგრამ ამგვარისაქმიანობა გარკვეული ხიფათის შემცველიც შეიძლება აღმოჩნდეს. სანამ სპეციალისტები არ დაადგენენ საიდან არის ესა თუ ის გაქვავება, მანამდე შეუზლებელია ნიმუშის ასაკის დადგება.
იშვიათი გაქვავებების დიდი ფასი, განაპირობებს ბაზრის გაჯერებასყალბი ნიმუშებით, რომლებსა ცმეცნიერები უკვე მოუტყუებია. ასე მაგალითად 2009 წელს, მკვლევარებმა გამოიწვიეს სამეცნიეო სტატია, რომელის თანახმადაც გეპარდი წარმოიშვა ჩინეთში. გამოწვევა საჭირო გახდა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მათ მიერ შესწავლილი გაქვავება, შეწეპებული იყო სხვა, ნაკლებად საინტერესო, ნარჩენებისგან.
ყიდვისას, აურორნისის ნიმუში, მხოლოდ ნაწილობრივ იყო შემზადებული,მარამ პასკალ გოდეფროიტ-ის (Pascal Godefroit) და ბელგიის სამეფო საბუნებისმეტყველო ინსტიტუტის (The Royal Belgian Institute of Natural Sciences) სხვა თანამშრომლების შემდგომმა კვლევებმა გამოააშკარავეს ჩონჩხის რთული დეტალები. მათ არ შეუნიშნიათ ფალსიფიკაციის რაიმე ნიშნები, ამიტომ მეცნიერების განაცხადით, ნიმუშის სიყალბის ალბატობა მცირეა.
დანალექი ქანის ანალიზმა დაამტკიცა, რომ გაქვავება მართლაც არის მოპოვებული ტიაოჯიშან (Tiaojishan) წარმონაქმნებში, ისე როგორც ეს მოვაჭრემ განაცხადა, და არ არის აღებული უფრო ახლომ დებარე, შედარებით ახალაზრდა, დანალექი ქანებიდან.
იმის მიუხედავად, რომ ნარჩენების აღმოჩენა თავისთავად გამაოგნებელი მოვლენაა, მეცნიერები უფრო არიან დაინტერესებულები იმით, თუ რას ნიშნავს ახალი სახეობა ფრინველთა და ფრინველთა ფრენის ევოლუციის თვალსაზრისით. 2011 წელს, ქსუ ქსინგმა (Xu Xing) განაცხადა,რომ ამ ყველაფრის შემდეგ, არქეოპტერიქსი არაღ არის თანამედროვე ფრინველების უძველესი წინაპარი. ბოლო კვლევა უარყოფს ამ დებულებას და ისევ გვიბრუნებს არქეოპერიქს, მფრინავი ფრინველების წინაპრის როლში.
“მოცემული კვლევა, კვლავ აღადგენს არქეოპტერიქსს უძველესი ფრინველის სტატუსში, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ სახეობის ორიგინალური ნიმუში, აქ გვაქვს, ლონდონში, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ აღდგენის.” ამბობს ლონდონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის (the Natural History Museum in London) თანამშრომელი, პაულ ბარეტი (Paul Barrett). “ეს გაგვიადვილებს ცხოვრებას. თუკი არქეოპტერიქსი არის ადრეული ფრინველი, მაშინ ერთადერთი რაზეც უნდა ვინერვიულოთ,ეს ფრენის წარმოშობაა.”
“ცისკრის ფრინველი”, არის მხოლოდ უძველესი, მცირე სხეულის მქონდე, ფრინველის მაგვარი, იურიული პერიოდის ცხოველი, რომელიც ამოთხარეს გაქვავებებზე მონადირეებმა. ჩვენ ვხედავთ სურათს, რომლზეც აღბეჭდილია დრო, როცა ფრინველის მაგვარი დინოზავრები და დინაზავრის მაგვარი ფრინველები, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და მხოლოდ მციროდენი განსხვავებები თუ აშორებდა, ამ ორ სახეობას, ერთმანეთისაგან.
“ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ ბუნდოვანი ხაზია გავლებული ფრინველსა და დინოზავრს შორის. არის გარკვეული გრადაცია მათ თავისებურებებში, რომელიც ძალიან სუსტად ანსხვავებენ მათ ერთმანეთისაგან. ამ საკითხთან მიმართებაში, ჩვენი ცოდნის, ფარდობითად მცირე ცვილება - და მათ შორის ევოლუციური კავშირი თავდაყირა დადგა.” თქვა ბარეტმა.
მართალია, ცისკრის ფრინველი არქეოპტერიქსზე
უფრო ძველია, მაგრამ იმის თქმარომ ის ყველაძე ძველი ფრინველია უბრალოდ
აზრს კარგავს. არქეოპტერიქსის თავისებურებები საფუძვლად უდევს იმის
განსაზღვრასთუ რა არის ფრინველი, ამიტომ სახეობა, რომელიც მასზე ადრე
ცხოვრობდა ბურუსის არეშია მოქცეული.
“ეს ახალი სახეობა უთუოდ არის ფრინველთა ოჯახის, არქეოპტერიქს ზეუფრო ხნიერი წევრი, და უფრო კანონიერი იქნებოდა ვუწოდოთ მას ძალიან პრიმიტიული ფრინველი. მაგრამ ის რასაც ფრინველს უწოდებთ, დაიყვანება იმაზე რასაც თქვენ ფრინველს უწოდებთ, და ბევრი განმარტება მომდინარეობს სწორედ არქეოპტერიქსიდან,” თქვაბარეტმა.
გაქვავებები, რომლებმაც აღბეჭდეს ევოლუციამოძრაობაში:
ტიკტაალიკი (Tiktaalik)
უფრო ცნობილი როგორც “ფეხებიანი თევზი” ან “ფეხთევზა” (fishapod) აღმოჩენილი იყო კანადის არკტიკულ ზონაში, 2004 წელს. ეს 375 მილიონი
წლის არსება ცხოვრობდა ისტორიის საკვანძო პერიოდში, როცა თევზებმა დატოვეს
ოკიანე და გახდნენ ხმელეთის ბინადარნი. ტიკტაალიკი გამოიყურებოდა, როგორც
ადრეულ ოთხ-ფეხა ცხოველებთან შეჯვარებული პრიმიტიული თევზი. მას ქონდა
ფილტვები და ლაყუჩები. ქონდა ასევე ფარფლები, რომლებსაც შეეძლოთ ეზიდათ,
მისი წონის დიდი ნაწილი.
არქეოპტერიქსი (Archaeopteryx)
კლასიკური
გარდამავალი გაქვავება. არქეოპტერიქსს ქონდა ფრინველისთვის
დამახასიათებელი ბუმბული, მაგრამ კბილებით, ბრჭყალებით და ძვლოვანი კუდით
დინოზავრს გავდა. პირველად მისი ნარჩენები აღმოჩენილ იქნა გერმანიაში,
1861 წელს, დარვინის მიერ ევოლუციის თეორიის გამოქვეყნებიდან,ორი წლის
შემდეგ. 1868 წელს, ტომას ჰიქსლიმ (Thomas Huxley) გამოთქვა მოსაზრება,
რომ არქეოპტერიქსი არის ევოლუციური ბმას დინოზავრებსა და ფრინველებს
შორის. ცხოველი მოიქცა ევოლუციური დებატების ცენტრში.
ამფისტიუმი (Amphistium)
ამფისტიუმი
არის კამბალისნაერთა ოჯახის,50 მილიონი წლის ასაკის, ნათესავი. მაშინ
როცა თანამედროვე კამბალისნაერებს (კამბალას,პალტუსს, და სხვ.) ორივე
თვალი თავისქალის ცალ მხარეს აქვთწ ანაცვლებული, ამფისტიუმის თვალების
წანაცვლება დასრულებული არ არის. ერთ თვალს მხოლოდ დაწყებული აქვს
წანაცვლება, მეორე თვალის მიმართულებით. ამფისტიუსის ნიმუშები,
ორსაუკუნეზე უფრო დიდხანს, ინახებოდა მუზეუმში, სანამ გამოირკვა მათი დიდ
მნიშვნელობა.
ამბულოცეტუსი (Ambulocetus)
ძუძუმწოვრების,ხმელეთიდან
ზღვაში ევოლუციური ნახტომი, დარვინისთვის პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ
ამბულოცეტუსმა უშუალოდ ესპროცესი აღბეჭდა. ამბულოცეტუსი, უფრო ცნობილი
როგორც მოსიარულე ვეშაპი, არის 1992 წელს, პაკისტანში აღმოჩენილი, ადრეული
ვეშაპი. მას შეეძლო ოთხ ფეხზე სიარული,როგორც ხმელეთზე ისევე წყალში,და
სასმენად იყენებდა ყბის ძვლით დაჭერილ ვიბრაციებს, ისევე როგორ ამას
თანამედროვე ვეშაპები აკეთებენ.
თრინაქსოდონი (Thrinaxodon)
ცნობილია, სამხრეთ აფრიკაში და ანტარქტიდაზე, მიწიდან ამოღებული გაქვავებების წყალობით. ეს ცხოველი ცხოვრობდა 245 მილიონი
წლის წინ, და შეძლო რეპტილიის ძუძუმწოვრად ქცევის, უნიკალური მომენტის
დაფიქსირება. რეპტილიისგან წარმოშობის წყალობით, მას გააჩნდა ქერცლი, დებდა
კვერცს, მაგრამ ძუძუმწოვრების მსგავსად,ქონდა ულვაშები, იყო
თბილსისხლიანი და სავარაუდოთ სრულად იყო დაფარული ბეწვით.
იანსამპლი, (Ian Sample),
გუარდიანის(The Guardian) სამეცნიერო კორეპონდენტი.
სტატიის ორიგინალი იხილეთ:
No comments:
Post a Comment