Sunday, August 11, 2013

დინოზავრის ზრდის კვალდაკვალ


ფსიტაკოზავრუს-ის (Psittacosaurus meileyingensis) ჩონჩხის რეკონსტრუქცია.
მომწოდებელი: ინდიანაპოლისის საბავშვო მუზეუმი (The Children's Museum of Indianapolis)

დინოზავრის ზდრისას მიმდინარე ცვლილებების თვაყური ადევნა საკმაოდ რთული სამეცნიერო პროცესია. ძვლების ბიო-მექანიკური და  ჰისტოლოგიური ანალიზის გამოყენებით შესწავლილ იქნა, დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი სახეობა. 


ჰისტოლოგია — მეცნიერება მცენარეებისა და ცხოველების უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპული აგებულების შესახებ.

პეკინის (Beijing), ბრისტოლის (Bristol) და ბონის (Bonn) პალეონტოლოგიის სპეციალისტთა ჯგუფმა აჩვენა თუ, როგორ იცვლებოდა, დინოზავრის ასაკობრივ ზრდასთან ერთად მისი სიარულის მანერა:ოთხზე სიარულიდანორ თათზე სიარულით.

ფსიტაკოზავრუსი, ან როგორც მას კიდე უყოდებენ "დინოზავრი თუთიყუში(parrot dinosaur), ბინადრობდა 100 მილიონი წლის წინცარცული პერიოდის (Cretaceous) ჩეინეთში და აღმოსავლეთ აზიის ზორიერთ რეგიონში. მისი 1000-ზე მეტი ეკზემპლიარია ცნობილი. 

თავის სადოქტორო თეზისში, ბრისტოლი უნივერსიტეტის დოქტორანმა, ქი ზაომ (Qi Zhao), რომელიც ამჟამად გახლავთ პეკინის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიურ ინსტიტუტის თანამშრომელი (Institute for Vertebrate Paleontology, Beijing), ჩაატარა: პატარა, მოზარდი და ზრდასრული დინოზავრების ძვლების საკმარისად რთული კვლევა.

დოქ. ზაო-ს თქმით: "ფსიტაკოზავრუსის "წიწილას" ზოგიერთი ძვალი არის მხოლოდ მილიმეტრის ზომის, ამიტომ უაღრესად ფაქიზად უნდა მემუშავა რათა ამ მნიშვნელოვანი მინუმეშების დაზიანება მინიმუმზე დამეყვანა."

პეკინის ინსტიტუტის სპეციალური ნებართვის წყალობით, ზაომ წყვილწყვილად დაახარისხა 16 დინოზავრის ფეხის და ხელის ძვლები. შესწავლილი დინოზავრბის ასაკობრივი შუალედია: 1 წელზე უფრო ახალგაზრდა ინდივიდიდან, 10 წელიწადზე უფროსზრდასრულ ინდივიდებამდე. ბონის(Bonn, Germany) სპეციალური პალეონტოლოგიურ ლაბორატორიაში ზაომ ჩაატარა საკმაოდ რთული სელექციის სამუშაო.

1 წლის ასაკის დინოზავრებს ქონდათ გრძელი ხელები და მოკლე ფეხები. როგორც ჩანს გამოჩეკვის შემდეგ დინოზავრის წიწილა ოთზე დარბოდა. ძვლების გამოკვლებამ აჩვენა რომ ცხოველის წინა კიდურები ყველაზე სწრაფად იზრდებოდა მაშინ, როცა მისი ასაკი იყო 1-3 წელი.

4-5 წლამდეწინა კიდურების ზრდის ტემპი ნელდებოდა, სამაგიეროთ უაღრესად ჩქარდებოდა უკანა კიდურების ზრდა, ისე რომ ზრდის დასრულებისას დინოზავრის უკანა თათები, წინა თათებთან შედარებით, 2-ჯერ უფრო გრძელი იყო, რაც აუცილებელი იყო იმისათვის რომ ზრდასრულ დინოზავრს უკანა თათებზე ევლო.

დოქ. ზაოს სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელის, პეკინის ინსტიტუტის პროფესორის,ქსინგ ქსუს (Xing Xu, Beijing Institute) თქმით:
"ეს მნიშვნელოვანი კვლევა, პირველია ამ სახის გამოკვლევებში და ცხადყოფს რამდენი ინფორმაცია არის შენახული დინოზავრის ძვლებში. ჩვენ, უაღრესად დიდ კმაყოფილებას ვგრძნობას, ასეთი კარგად ჩატარებული კვლევის გამო. დინოზავრების გამაოგნებელი ცხოვრების საკვლევი, ამდენი ახალი მეთოდი აღმოვაჩინეთ."

პრისტოლის უნივერსტიტეტის პროფესორი, მაიკ ბენტონი-ს (Mike Benton, University of Bristol), დოქ ზაოს სადოქტორო თეზისის მეორე ხელმძღვანელის თქმით:
"ამ სახის კვლევები, ფსიტაკოზავრუს-ის მაგვარი დინოსავრების ევოლუციას, ნათელს ფენს. ის რომპატარა და მოზრდილი დინოზავრები 4 ფეხზე დარბოდნენ, იმაზე მეტყველებს რომ ფსიტაკოზავრუსი, ისვე როგორც ზოგადად დინოზავრი, 2-ფეხა არსებებად თანდათანობით გარდაიქმნა."

სტატია დაიბეჭდა 2013 წლის, 28 ივნისს, ჟურნალში Nature Communications.

პუბლიკაციის ორიგინალი იხილეთ:

No comments:

Post a Comment