პლაზმურმა მოწყობილობამ, ენერგიის გენერაცია/შენახვაში,შესაძლოა რევოლუციური გარღვევა მოახდინოს
მისურის უნივერსიტეტის ინჟინერმა, რანდი კარრი-მ (Randy Curry, University of Missouri) და მისმა ჯგუფმა, პლაზმის წარმოქმნის და კონტროლის ახალი მეთოდი შეიმუშავა. ინჟინერის განცხადებით აღმოჩნამ შესაძლოა მიგვიყვანოს, ამერიკის ენერგო გენერაცია/შენახვის, რევოლუციურ გადატრიალებამდე.
სითხის, აირის და მყარი მდგომარეობის გარდა, მატერიას აქვს მე-4 აგრეგატული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პლაზმა. პლაზმის ჩვენთვის ნაცნობ ფორმებს წარმოადგენს ცეცხლი და ელვა. დედამიწაზე სიცოცხლე დამოკიდებულია ენერგიაზე, რომელიც გამოიყოფა მზეზე მიმდინარე თერმობირთული რეაქციის დროს. წარმატების მიუხედავად, ინჟინერ კარრი გვაფრთხილებს: კვლევის ფედერალური დაფინანსების გარეშე, ახალი პლაზმური ენერგეტიკული ტექნოლოგიებისთვის მიმდინარე შეჯიბრში, ამერიკა წააგებული დარჩება. თავდაპირველადსაწყის კვლევას აფინანსებდნენ საძღვაო ძლები (Office of Naval Research), მაგრამ მოგვიანებით დაფინანსება გადავიდა მისურის უნივერსიტეტის (MU) დაქვემდებარებაში.
კარრის მიერ აგებულ მოწყობილობას, შეუძლია 60სმ მანძილზე გაისროლოს პლაზმის, რგოლური, გრიგალი. პლაზმა არ ასხივებს რადიაციას. ის სავსებით უსაფრთხოა ადამიანებისთვის, რომლებიც იმავე ოთახში იმოფებიან, იმის მიუხედავად რომ პლაზმური გრიგალის ტემპერატურა აღემატება მზის ზედაპირის ტემბერატურას.
კარრის თქმით მისი წამატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მის შეიმუშავებულ მეთოდში პლაზმა თვითონვე გენერირებს, საკუთარი თავის შეამკავშირებელ, მაგნიტურ ველს და ამის გამო ჰაერში მოძრაობაც კი შეუძლია.
გრიგალში დაგროვილი ენერგია რამოდენიმე კილო-ჯოულს შეადგენს.
ვიდეომასალა იხილეთ საიტებზე:
ან
"პლაზმის გაშვება ჩვეულებრივ ჰაერში, ფიზიკის ამ დარგის, ნამდვილი 'წმინდა გრაალი' არის" ამბობს, მისურის უნივერსიტეტის კოლეჯის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, კარრი. "ძლიერი მაგნიტური ველში მყოფ ვაკუუმურ მილში, პლაზმის მიღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს; ათეულობით ლაბორატორიას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენი გამოგონება საშუალებით, პლაზმას, თვითონ შეუძლია შეაკავოს საკუთარი თავი, და ყოველგვარი დამატებითი
შეკავების გარეშე იმოძრავოს ჩვეულებრი ჰაერში."
როგორც თავად ინჟინერი ამებობს, სავსებით შესაძლებელია პლაზმური მოწყობილობა უფრო დიდი ზომისაც დამზადდეს და გაცილებით დიდი ენერგია მართოს. საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში 3-5 წელიწადში მოწყობილობის, ზომაში, მნიშვნელოვანი შემცირებაც მოხერხდება. ინჟინერი აღნიშნავს რომ პლაზმის გენერატორის მოქმედი პროტოტიპის ასაგებად მან ძველი ტექნოლოგიები გამოიყენა. მისივე თქმისთ, უახლესი მინიატურული ნაწილების გამოყენებით მოწყობილობის შემცირდება ჩვეულებრივი საპურის ზომამდე.
"მისურის უნივერსიტეტის ფიზიკური და კვებითი ელექტრონიკის ცენტრში (MU's Center for Physical & Power Electronics) გაქვს მსოფლიო დონის ჯგუფი, მაგრამ დაფინანსების გარეშე ის უბრალოდ ორთქლდება" ამბობს კარი "თავდაცვის სამინისტროს საწყისმა დაფინანსებამ ამ პლაზმურ ინოვაციამდე მიგვიყვანა. მაგრამ თანხების შეკვეცამ შეიძლება ამერიკა ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დარგში არაკონკურეტუნარიანი გახადოს. გარდა ამისა - მოწინავე კვლევები არ გვექნება, შემდგომ თაობებს მოუწევთ დამატებითი სწავლა იმისთვის, რომ ამერიკას საინჟინრო დარგში ლიდერობა დაუბრუნონ".
რანდი კარრი გახლავთ ელექტრული და კომპიუტეერული ინჟინერიის დამსახურებული პროფესორი და ფიზიკური და კვებითი ელექტრონიკის ცენტრის დირექტორი. (the Logan Distinguished Professor of Electrical & Computer Engineering and Director of the Center for Physical & Power lectronics).
პუბლიკაციის ორიგინალი იხილეთ მისამართზე:
No comments:
Post a Comment