ლოს ანჯელესის (Los Angeles), 2010 წლის, 30 ივნისის გამოფენა. დამთვალიერებლები აკვირდებიან პერუში აღმოჩენილ უძველეს მუმიას.
პოლონეთის და პერუს არქეოლოგთა ჯგუფმა, აღმოაჩინა სამეფო სამარხი დარბაზი, რომელშიც პერუს, 1000 წლის წინანდელი ეპოქიდან შემორჩენილი, 60 მუმია და ოქროს, ვერცხლის და კერამიკისანდამზადებული 1200 ნაკეთობა იქნა ნაპოვნი.
მკვლევართა განცხადებით: მუმიები, რომელთა შორის არის სამი პრინცესა, ისევე როგორც დანარჩენი აღმოჩენილი ნივთები, დათარიღებულია პრე-ინკური (pre-Inca) ეპოქის ე.წ. ვარი-ს (Wari) პერიოდით, რომლის აღმავლობის ხანათ ითვლება VII-XXI საუკუნე.
"მოცემული აღმოჩენა უნიკალურია" განაცხადა პარასკევს, ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგმა,გიერშ მოლოსზ (Giersz Milosz). "ეს გახლავთ პერუში, ვარი-ს კულტურის (რომელზეც ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი) პირველი აღმოჩენილი სამეფო სამარხი."
არმოჩენა გაკეთებულია რეგიონში, სახელწოდებით ელ კასტილიო (El Castillo), რომელიც მდებარეობსლიმადან (Lima) 300 კმ ჩრდილოეთით. მოცემულ აღმოჩენას, წინ უსწრებდა პოლონეთის და პერუს ჯგუფების მიერ, 2010 წელს გაკეთებული აღმოჩენა.
ლიმა (ესპ. Lima) — პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე.
სამარხო დარბაზი იპოვეს, მიწისვეშ, 2 მ სიღრმეზე. ის დაფარული იყო 33 ტონა ხრეშით. პრინცესების (როგორც ჩანს ვარი-ს მმართველთა მეუღლეების) სამარხის ფართობია 17 კვ. მ.
მუმიათა უმრავლესობას ვერტიკალურად დამარხული ქალები შეადგენენ. მკვლევართა აზრით ქალები თავისი რანგის შესაფერის ნიშნებს ატარებენ.
მუმიებს ამკობთ ვერცხლის და ოქროს სამკაული. მათთან ერთად დამარხულ, კერამიკულ ჭურჭელში, უფრო მეტი კი კიდევ უფრო მეტი სამკაული აღმოაჩნდა.
გიერშ-ის მეუღლის, მკვლევარ პატრისია პრზადკა-გიერშის (Patrycja Przadka-Giersz) თქმით, არქეოლოგებმა, სამკაულის გარდა, იპოვეს:
ქოთნები, ნახატები, ქვის მოჩუქურთმებულინაკეთობები, ცერემონიალური დანები. ნაპოვნია კარგ მდგომარეობაში მყოფი, უდიდესი კულტურული ფასეულობის მქონე, სხვა საგნებიც.
პუბლიკაციის ორიგინალი იხილეთ:
No comments:
Post a Comment