Sunday, August 11, 2013

დაჯახებისას გადარჩენილმა ვარსკვლავმა ახალი ტიპის პულსირებადი ვარსკვლავი წარმოქმნა



მძგერავი, ორმაგი ვარსკვლავის (J0247-25) დაბნელება (მხატვრის ხედვა).
მომწოდებელი: Keele University



გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და ესპანეთის ასტრონომების ჯგუბფმა, ვარსკვლავების დაჯახების ნარჩენებზე დაკვირვებისას აღმოაჩნა, რომ ობიექტის სიკაშკაშე იცვლება ისე როგორც ამ იშვიათი ტიპის ვარსკვლავებშიჯერ არასდროს იყო დაკვირვებული. სიკაშკაშის ცვლილების ამ ნიმუშის გაანალიზებით, ასტრონომები მიხვდნენ თუ რა ხდება ვარსკვლავების დაჯახებისას. აღმოჩენა გამოქვეყნდა 2013 წლის, 27 ივნისს, ჟურნალში Nature.



მზის მსგავსი ვარსკვლავი, გაფართოვდა და გაცივდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ე.წ. წითელი გიგანტი .


წითელი გიგანტი - ვარსკვლავის ევულუციის ფინალური ფაზა, როდესაც ვარსკვლავის ბირთვში არსებული თერმობურთული საწვავის, წყალბადის, მარაგი ამოწურვას იწყებს. 

ორმაგი ვარსკვლავი (ან  ორმაგი სისტემა) - ორი, ერთმანეთის გარშემო ბრუნავი, ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა.

არსებობს სამმაგი ვარსკვლავებიც, მაგრამ როგორც წესი დროის განმავლობაში ასეთ სისტემაში მესამე კომპონენტი (მესამე ვარსკვლავი) გარეთ იდევნება და სისტემა გარდაიქმნება ორმაგ სისტემად.

როგორც წესი, ძლიან ბევრი ვარსკვლავი იბადება ორმაგ სისტემაში. ამიტომ  ზოგჯერ, როდესაც ასეთ სისტემის კომპონენტი ფართოვდება და ხდება წითელი გიგანტი,  ერთი ვარსკვლავი შეიძლება შეეჯახოს მის გარშებო მბრუნავ მეორე ვარსკვლავს.დაჯახებამ, წითელი გიგანტს , შეიძლება მოაგლიჯოსმისი მასის თითქმის 90%. თუმცა, ამ პროცესის დეტალები, მაინც და მაინც კარგად შესწავლილი არ არის. ამგვარი დაჯახებით წარმოქმნილი, მხოლოდ რამოდენიმე ვარსკვლავია ცნობილი, ამიტომ  უაღრესად რთულია გამოიკვლიოთ კავშირი - ვარსკვლავის დაჯახებასა და ვარსკვლავური სისტემის დაჯახებით შეძენილ ეკზოტიკური თვისებების შორის.

გარეგანი პლანეტების საძიებილად მიმდინარე, ვარსკვლავების დაბნელებაზე დაკვირვებისას, გვერდითი პროდუქტის სახით აღმოჩინეს დაჯახებით წარმოქმნილი ვარსკვლავიდოქ. პიერ მატე (Dr Pierre Maxted, Keele University) და მისმა კოლეგება გამოიყენეს ახალი, ნათებადობის მაღლსიჩრარული გაზომვის მეთოდი, და შეისწავლის დაჯახებით "გაშიშვლებული" წითელი გიგანტის ნარჩენი - ახალი ტიპის პულსირებადი ვარსკვლავი.


ბევრი ვარსკვლავის სიკაშკაშე,  ძგერს, მის წიაღში არსებული აკუსტიკური ბგერითი ტალღების გამო. მაგალითისთვის ჩვენი მზის სიკაშკაშეც პულსირებს. მზისთვისაც და ამ ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავისთვისაც პულსაციის პერიოდი არის 5 წთ. აღსანიშნავია რომ პულსაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ვარსკვლავის შიგთავსის თვისებების დასადგენად. ხსენებულმა სამეცნიერო ჯგუფმა, შექმნა კომპიუტერული მოდელი, რომელშიც აკუსტიკური ტალღები გადიან გზას: ვარსკვლავის ზედაპირიდან, მის ცენტრამდე. იგეგმება შემდგომი კვლევის წარმოება, იმისთვის რომ გამოაშკარავდეს:რა დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გაცივდესმიილიოს, და წარმოქმნას თეთრი ჯუჯა,  რომელსაც ამ შემთხვევაში ანომალურად მცირე მასა ექნება. 


თეთრი ჯუჯა - ობიექტი რომელიც  რჩება, მზის 1.4 მასაზე უფრო მსუბუქი ვარსკვლავის ჩაქრობისას.


კვლევის ხელმძღვანელი, დოქ. პიერ მატეს თქმით: "იმის გამო რომ აღმოჩენილი ვარსკვლავები ორმაგ სისტემაში იმყოფებიან, ჩვენ შეგვიძლია მათ შესახებ ბევრი რამ გავიგოთ, მაგალითად მასები, რაც პულსაციის სიგნალის ინტერპრეტაციისას დაგვეხმარება. ამრიგად შევძლებთ დავადგინოთ, როგორ გადაურჩნენ ვარსკვლავები დაჯახებას, და რა მოუვა მათ უახლოესი რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში."



ორიგინალური პუბლიკაცია იხილეთ:

No comments:

Post a Comment