Saturday, August 10, 2013

ZSW-ს ინჟინრებმა, შექმნეს ლითიუმ-იონის აკუმულატორი (lithium-ion battery), რომელიც იმუშავებს 27 წლის განმავლობაში.

ბადენ-ვიურტემბერგის(Baden-Württemberg) უნივერსიტეტთან არსებული, მზის ენერგიისა და წყალბადის კვლევის ცენტრის(ZSW), ოფიციალური პირების მიერ გაკეტებული პრეს-რელიზი აღწერს, ლითიუმ-იონის აკუმულატორებზე განხორციელებულ ცვლილებებს. კომპანიის განცხადებით, გაუმჯობესების წყალობით ახალი აკუმულატორი შეიძლება გადაიმუხტოს 10 000-ჯერ მაშინ, როცა მისი დამუხტვის ტევადობა შენარჩუნდება 85%-იან ნიშნულზე. ამგვარად, ელექტრომობილში გამოყენებისას მომხმარებელს შეეძლება, 27.4 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად გადამუხტოს აკუმულატორი.


ელექტრო ტრანსპორტის მაღალ საწყის ფასთან ერთად, ელექტრო-მობილების შემდგომი დანერგვის ყველაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება ის, რომ მათი აკუმულატორი უნდა შეიცვალოს ყოველ 8-10  წელიწადში (ცალკეულ შემთხვევებში კი 3 წელიწადში) ერთხელ. აკუმულატორი,რომელიც შეიძლება მუშაობდეს 25-30 წლის მანძილზე, სიცოცხლის ხანგძლივობის თვალსაზრისით, აჯობებს მანქანის სხვა დანარჩენ ნაწილებს, და შესაძლოა მომხმარებელს, მანქანაზე დიდხანს მოემსახუროს. მოცემული ტიპის აკუმულატორმა, თუკი ის არ იქნება ძალიან ძვირად ღირებული, შესაძლოა დამაჯერებელი არგუმენტები შესძინოს მყიდველს, იმისათვის რომ მან, ბენზინზე მომუშავე მაქანა, ელექტრომობილზე შეცვალოს. ZSW-ს განცხადებული სიახლე, არ გახლდათ მოულოდნელობა ავტო-ინდუსტრისთვის – კომპანიამჯერ კიდევ შარშან, კვების წყაროებისთვის მიძღვნილ ჟურნალში (Journal of Power Sources) გამოაქვეყნა, ელექტროდების წარმოების გაუმჯობესების კუთხით მიმდინარეკ ვლევები. ნათქვამი იყო, რომ გაუჯობესებები შთამბეჭდავ ზეგავლენას მოახდენდნენ ლითიუმ-იონის აკუმულატორების სიცოცხლის ხანგძლივობაზე. მკვლევარებმა მიუთითეს, რომ ელექტროდების სისქის ცვლილება იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კომპაქტურია ელექტრდები. დაპოექტებისას, ახალი ტიპის გამტარი აგენტის გამოყენებას, შეუძლია დაეხმაროს აკუმულატორს იმაში, რომ მან უფრო მეტი გადამუხტვის ციკლს გაუძლოს.

განახლებული დიზაინით შექმნილ აკუმულატორს, თანამედროვე ანალოგებთან შედარებით, სადღაც 4-ჯერ უფროდიდი სიმძლავრის სიმკვრივე აქვს (1100ვტ/კგ). ის დაპროექტებული იყო იმისთვის, რომ შე
ენახა, ქარისადა მზის ფერმებით გენერირებული დიდი სიმძლავრეები. მისი გამოყენება შესაძლებელია ელექტრო-ტრანსპორტშიც.

ZSW წარმომადგენლები, თავისპრეს-რელიზში, არ საუბრობენიმაზე თუ როდის არის მოსალოდნელი, ახალი აკუმულატორების,დანერგვა მანქანათმშენებლობის, ან რაიმე სხვა, დარგში. ეს სავარაუდოთ იმაზე მიგვითითებს,რომ კომპანიის ნოვატორული იდეა კვლავაც გამოცდის სტადიაში იმყოფება იმისათვის, რომ დადასტურდეს აკუმულატორის, როგორც დიდი სიცოცხლის ხანგძლივობა ისევე, ხმარების უსაბრთხოებაც. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ მათ აქვთ შექმნილი, როგორც ახალი დიზაინის აკუმლატორული სექციები, ისევე უკვე ასებული ტიპის აკუმულატორების წარმოების ახალი პროცესები. მათი აქვთ 18650 ფორმატის აკუმულატორის რამოდენიმე პროტოტიპიც. (18650 სექციები ფართოდ გამოიყენება ლეპტოპებში, ისევე როგორც მძლავრ დიოდურფანრებში)

სტატიის ორიგინალიიხილეთ: 

დამატებიიინფორმაცია: 

No comments:

Post a Comment