Monday, August 12, 2013

მზის მაგნიტური ველი ეს-ესაა ამოტრიალდება


ჰელიოსფერის დენების მხატვრის ხედვა. როგორც ნახატზე ჩანს მზის მაგნიტური ველის ამობრუნებასთან ერთად, დენის ნაკადების "ფურცლები" სულ უფრო და უფრო ტალღოვანები ხდებიან.

მზეზე, სადაცაა, გრანდიოზული მოვლენა მოხდება. NASA-ს მიერ მხარდაჭერილი დაკვირვებების თანახმად: მზის უზარმაზარი მაგნიტური ველი უახლოეს მომავალში ამოტრიალდება.


"ისე ჩანს, რომ მზის მაგნიტური ველის პოლარობის სრული შეცვლამდე არაუმეტეს 3 - 4 თვე დარჩა" ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის (Stanford University) მზის ფიზიკოსი, ტოდ ჰოეკსემა (Todd Hoeksema).

მზის მაგნიტური ველი იცვლის პოლარობას, მიახლოებით ყოველ 11 წელიწადში ერთხელ. ეს მოვლენა ხდება მზის აქტივობის ყოველი ციკლის პიკში, როცა ამ ვარსკვლავის შიდა მაგნიტური დინამო საკუთარი თავის რეორგანიზაციას ახდენს. მოცემული გადამუხტვა აღნიშნავს მზის 24 წლიანი ციკლის შუა ნაწილს. წინა "მზის მაქსიმუმიდან" ნახევარი პერიოდი გასულია და შემდეგ მაქსმიუამდე ზუსტად ამდენივე 11 წელი დარჩა.

ჰოეკსემა სტანფორდის ვილკოქის მზის ობსერვატორიის (Stanford's Wilcox Solar Observatory) დირექტორია. ეს დაწესებულება ერთ-ერთია, იმ მცირერიცხოვან ობსერვატორიათა შორის, რომლებიც მზის პოლუსებთან არსებულ მაგნიტურ ველს, მუდმივად აკვირდებიან. პოლუსები კი, მაგნიტური ველის ამგვარი ცვილების (ამოტრიალების) მაუწყებები არიან.

ისევე როგორც გეო-ფიზიკოსები აკვირდებიან პლანეტის პოლარულ რეგიონებს იმისთვის, რომ დააკვირდნენ კლიმატის ცვლილებებს, მზის ფიზიკოსები სწავლობენ მზის პოლუსებს რათა უკეთესად შეისწავლონ მზე.

ვილკოქსში შედგენილი მაგნიტოგრამები ასახავენ მზის მაგნიტური პოლუსების მდგომარეობას 1976 წლიდან. ობვსერვატორიის მიერ უკვე დაკვირვებულია სამ დიდ გადახტომა, და ნაწილობრივ მოახლოვებული მეოთხე.

სტენფორდში მომუშავე ფილ შერერი (Phil Scherrer) მოსალოდნელ მომავალს ასე აღწერს:

"მზის პოლარული მაგნიტური ველი დასუსტდება, დაეცემა ნულამდე და შემდეგ კვლავ გაიზრდება უკვე საპირისპირო პოლარობით. ეს მზის ციკლის რეგულარული ნაწილია."

მზის მაგნიტური ველის გადატრიალება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზის მაგნიტური ზემოქმედების არე (ასევე ცნობილი როგორც ჰელიოსფერო) ვრცელდება მილიარდ კილომეტრზე პლუტონის მიღმა. მზის მაგნიტური ველის პოლარობის ასეთი მკვეთრი შეცვლა გამოიწვევს შეშფოთებას, რომელიც გაირბენს მთელ მზის სისტემას და მიაღწევს ისეთ დაშორებულ აპარატებსაც კი, როგორებიც არიან ვოიაჯერ-ები (Voyager), რომლებმაც უკვე თითქმის გავიდნენ ვარსკვლავშორის სივრცეში.

როდესაც მზის ფიზიკის სპეციალისტები საუბრობენ მზის მაგნიტური ველის ამოტრიალებაზე, საუბარი როგორც წესი გადადის ე.წ. "დენის ფურცლებზე".

დენის ფურცელი არის ზედაპირი, რომელიც გამოედინება ზის ეკვატორიდან - უბნიდან სადაც მზის ნელა მბრუნავი მაგნიტური ველი წარმოქმნის ელექტრულ დენებს. თავისთავად ეს დენები ძალიან მცირე არიან სიდიდის არიან, ამპერის მემილიარდედის მეათედი კვადრატულ მეტრზე (0,000 000 000 1 ა/მ^2), მაგრამ მცირე სიმკრივის მიუხედავად დენი ძლიან დიდ ფართობს იკავებს. როგორც წესი ფურცელში დენის ნაკადი მიედინება 10 000 კმ სისქის რეგიონებში და სიგანეში აღწევს მილიარდ კილომეტრს. ელექტრული თავლსაზრისით ჰელიოსფერო ორგანიცებულია ამგვარი გიგანტური ფურცლების გარშემო.


ასტრონომები ვილკოქსის მზის ობსერვატორიიდან (WSO - Wilcox Solar Observatory) ყოველდღიურ აწარმოებენ დაკვირვებას მზის გლობალური მაგნიტურ ველზე.

ველის ამოტრიალებასთან ერთად, დენის ეს ფურცლები ხდებიან უაღრესად "ტალღოვანები". შერერ-ს მოყავს ანალოგია სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივრების მიერ გაკეთებულ ტალღებთან.

მზის ორბიტაზე დედამიწის მოძრაობისას ჩვენ გამუდმებით შევდივარდ და გამოვდივართ ამ ფურცლებში. ფურცელის ზედაპირში გასვლა კი აშფოთოს პლანეტის შემოგარენ კოსმოსურ არეს. კოსმოსური სხივები ექცევიან ამ ზემოქმედების ქვეშ.

კოსმოსური სხივები - ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებებით და გალაქტიკაში მიმდინარე სხვა კატასტროფული პროცესების წყალობით წარმოქმნილი, თითქმის შუქის სიჩქარემდე აჩქარებული, მაღალი ენერგიის ნაწილაკები.

კოსმოსური სხივები ქმნიან საფრთხეს ასტრონავტებისთვის და ორბიტალური სადრუგებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის განცხადებით მათ შეუძლიათ მოახდინონ მნიშვნელოვანი ზეგავლენა დედამიწაზე ღრუბლების წარმოქმნასა და კლიმატზე.

ამჟამად დენის ფურცლები მოქმედებენ, როგორც ერთგვარი დაცვა, ისინი გადახრიან გარედან მოსულ გალაქტიკურ კოსმოსურ სხივებს, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ მზის სისტემის სიღრმეში. რაც უფრო გადაგრეხილი და ტალღოვანია "ფურცლები", მით უფრო უკეთეად იცავენ ისინი მზის სისტემის შეიდა უბნებს, კოსმოსის სიღრმეებიდან წამოსულ მაღალ-ენერგეტიკულ დამუხტული ნაწილაკებისაგან.

მაგრამ როცა მზის მაგნიტური ველის ამოტრიალება ახლოვდება, ვილკოქსის ობსერვატორიის დაკვირვების თანახმად მზის ორი ნახევარსფერო სინქრონიზაციას კარგავცვს.

"მზის ჩრდილო მაგნიტურმა პოლუსმა უკვე შეიცვალა თავისი პოლარობის ნიშანი, მაშინ როცა სამხრეთ პოლუსი ცდილობს დაეწიოს ამ პროცესს" ამბობს შერერი. "მალე ორივე პოლუსი შეიცვლის პოლარობას, და დაიწყება ციკლის შემდეგი ნახევარი."

როდესაც ეს მოხდება, ჰოეკსემა და შერერი აუცილებლად აუწყებენ მომხდარის თაობაზე კოლეგებს და საზოგადოებას.

ორიგინალური პუბლიკაცია იხილეთ მისამართით:



No comments:

Post a Comment