დაავადებათა კონტროლის და პრევენციის
ცენტრის გამოკვლევების თანახმად (Centers for Disease Control and
Prevention): ხელის დაბანა, ინფექციის გავრცელების შესამცირებელი, მარტივი
და ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მოწოდებულია: მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (Michigan State University)
გახსოვთ, როგორ გასწავლიდათ დედა საპირფარეშოს შემდეგ ხელის დაბანას?
როგორც ჩანს არა.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა, ახალმა გამოკვლევამ აჩვენა - საპირფარეშოს მომხმარებელთა მხოლოდ 5% იბანს ხელს საკმარისად დიდხანს იმისათვის, რომ მოკლას ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები.უფრო მეტიც: 33% ხელის დაბანისას საპონს არ ხმარობს, ხოლო 10% საერთოდ არ იბანს.
ხელის სწორ ბანასთან მიმართებაში მამაკაცები განსაკუთრებულ დაუდევრობას იჩენენ.გამოკვლევა ემყარება საპირფარეშოებში 3749 ადამიანზე დაკვირვებას. კვლევის შედეგი გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში (Journal of Environmental Health).
"შედეგი მოულოდნელი იყო, რადგანაც წარსულში გაკეთებული კვლევები, სწორი ხელის ბანის, უფრო მაღალ სიხშირეზე მიუთითებდნენ", ამბობს კარლ ბორჩგრევინკი (Carl Borchgrevink, associate professor of hospitality business), ასოცირებული პროფესორი და გამოკვლევის ხელმძღვანელი.დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (Centers for Disease Control and Prevention) დანცხადებით იმისათვის, რომ შეიზღუდოს ინფექციის გავრცელება, ხელის ბანა არის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება.
ხელის არა სწორი დაბანა, პასუხისმებელია კვებითი ინფექციების შემთხვევების 50%-ზე.
იმისათვის რომ საპონმა და წყალმა მიკრობები ეფექტურად გააუვნებელყოს საჭირო არის ენერგიული ხელის ბანის 15-20 წამი, იუწყება CDC (Centers for Disease Control), თუმცა მოცემულმა კვლევამ ცხადყო - ხელის დაბანის საშუალო ხანგძლივობა, სადღაც 6 წამია.
მიჩიგანის
უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიების მოსაკლავად,
საკმარისი ხანგძლიობით, ხელს იბანს ადამიანთა მხოლოდ 5%. ბორჩგრევინკმა და
მისმა კოლეგებმა, მონაცემთა შეგროვებაში, კოლეჯის რამოდენიმე სტუდენტი
გაწვრთნეს. სტუდენტები აკვირვებოდნენ თუ, როგორ იბანენ ხელს რესტორნების,
ბარების და სხვა საჯარო საპირფარეშოების მომხმარებლები. სტუდენტები
ცდილობნენ იყონ მქსიმალურად არამომაბეზღებლები - მაგ. მოშორებით იდგნენ და
დაკვირვების შედეგებს ტელეფონში (smart phone) იწერდნენ.მოცემული კვლევა,
ერთ-ერთი პირველი, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ხელის
დაბანის ხანგზლიობა და ხელის დაბანისას საპნის მოხმარება.
კვლების კონკრეტული შედეგები:
მამაკაცების 15% ხელს საერთოდ არ იბანს.
ქალებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 7%.
მაშინაც კი როცა ხელს იბანენ მამაკაცთა მხოლოდ 50% ხმარობს საპონს, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი არის 78%.
ადამიანები,
შედარებით ნაკლებად იბანენ ხელს თუკი ონკანის ნიჟარა დაბინძურებულია.
ხელის
ბანა უფრო ხშირად ხდება დღის ადრეულ პერიოდში. ბორჩგრევინკი თქმით: ხალხი,
რომელიც ღამით მიირთმევს საჭმელს ან სასმელს, უფრო მოშვებულად გრძნობს
თავს და მათთვის ხელის დაბანა ნაკლებ-მნიშვნელოვანი ხდება.იმ შემთხვევაში,
როცა საპირფარეშოში განთავსებულია ხელის დაბანის მიმანიშნებელი ნიშანი,
ადამიანები უფრო დიდი ალბათობით იბანენ ხელს.მკვლევარად გახდომამდე,
ბორჩგრევინკი მუშაობდა რესტორნის მზარეულად და მენეჯერად. მისი თქმით,
კვლევას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება, როგორც მომხმარებლებზე, ისევე
რესტორნების და სასტუმროების პერსონალზე."წარმოიდგინეთ რომ ხართ ბიზნესის
მფლობელი, ხალხი მოდის თქვენს დაწესებულებაში, ფეკალურ-ორალური გზით
სნეულდება კვებითი ინფექცით - იმის გამო რომ ხელს არ იბანს - და თქვენი
რეპუტაცია აღმოჩნდება ცეცხლის ხაზზე", ამბობს ბორჩგრევინკი "თქვენ შეიძლება
დაკარგოთ ბიზნესი."
სტატიის ორიგინალი იხილეთ:
No comments:
Post a Comment