Saturday, August 10, 2013

მოქმედებს თუ არა გეორგაფიული სიმაღლე მეტყველებაზე?


ნახ.1 მოყვანილია ენების გეოგრაფიული განაწილება. მუქი რგოლით ნაჩვენებია ენები რომლებშიც გვხვდება მკვეთრი თანხმოვნები, თეთრი რგოლები შეესაბამება ენებს რომლებიც მკვეთრ თანხმოვნებს არ შეიცავენ. მკვეთრი ხმოვნების შემცველი ენების მჭიდრო ჯგუფები შემოხაზულია მართკუთხედებით (მხოლოდ ილუსტრირების მიზნით).


ქვედა მარცხენა (თეთრი მართკუთხა) დანამატი: გრძედის და განედის კოორდინატთა სისტემაში ასახულია დედამიწის ის უბნები, რომელთა სიმაღლე აღემატება 1500 მეტრს. ელიფსებით შემოხაზულია ექვსი ყველაზე მსხვილი, დასახლებული, მაღალმთიანი რეგიონი: (1) ჩრდილო ამერიკული კორდილიერები (2) ანდები (3) სამხრეთ აფრიკული პლატო (4) აღმოსავლეთ აფრიკული ნაპრალი (5) კავკასიონი და ჯავახეტის ზეგანი (6) ტიბეტის პლატო და მიმსი მიმდებარე ტერიტორიები. ავტორი: Caleb Everett, University of Miami.

ენა ყალიბდება ბგერებისთვის მნიშვნელობის მინიჭებით. ბგერები "იკინძებიან" და წარმოქმნიან აზრის მქონე გამოთქმებს, რომლების საშუალებითაც ხორციელდება გძნობების და აზრების ურთიერთ გაცვლა. აქამდე, ლინგვისტთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ გარე სამყაროსა და ენის სტრუქტურას შორის კავშირის ძირითადი გამოხატულებაა: გარემოს ზეგავლენა ლექსიკონზე. 12 ივნისს, ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად არსებობს კორელაცია (კავშირი) გეოგრაფიულ სიმაღლესა და ენის გამოთქმას შორის.

გამოკვლევა ცხადყოფს: მაღალმთიან რეგიონებში ძირითადად საუბრობენ ენებზე რომლებშიც ბევრი მკვეთრი თანხმოვნია (ejective consonants). ცნობისათვის: ინგლისური ენა მკვეთრ თანხმოვნებს არ შეიცავს.

მკვეთრი თანხმოვანი - აბრუპტივი.

აბრუპტივი (ლათ. abruptus - მოწყვეტილი), ხშული თანხმოვანი, რომლის წარმოთქმისას პირის ღრუს დახშობასთან ერთად ხორციელდება,ხორხში, სახმო სიმების დახშობა. ასეთია, მაგ. ქართული პ, ტ, კ, წ, ჭ, ყ. წინათ "აბრუპტივის" ნაცვლად იხმარებოდა ტერმინები "მკვეთრები" და "კავკასიური თანხმოვნები".

გამოკვლევის თანახმად, აბრუპტივების შემცველი ენების 87% გეოგრაფიულად მდებარეობს მაღალმთიანი რეგიონების 500კმ-იან სიახლოვეში. გამოკვლევებმა ასვე აჩვენა რომ სიმაღლის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია ენეში მკვეტრი თანხმოვნების რიცხვის ზრდაც.

"ეს ნამდვილად ძლიერი ნივთმტკიცებულებაა იმისა, რომ გეორგაფიას დიდი ზეგავლანა აქვს ფონოლოგიაზე" ამბობს კვლევის ავტორი, მაიამის უნივერსიტეტის, ანთროპოლოგიის ასოცირებული პროფესორი, კალებ ევერეტი (Caleb Everett, associate professor of anthropology, in the College of Arts and Sciences at the University of Miami)
შრომის სათაური: "გეორგრაფიის პირდაპირი ზეგავლენა ლიგვისტურ ბგერებზე: აბრუპტივების შემთხევა" (Evidence for Direct Geographic Influences on Linguistic Sounds: The case of ejectives)

ფონოლოგია - სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას.

საზოგადოდ, მაღალმთიან რაიონებად ითვლება ზღვის დონიდან 1500მ-ზე მაღლა მყოფი რეგიოენები. ასეთ დასახლებულ, მაღალმთიან არეთა უმრავლესობა კონცენტრირებულია მსოფლიოს 6 რეგიონში: ჩრდილო ამერიკული კორდილიერები; ანდები და ადნების ზეგანი; სამხეთ აფრიკის პლატო; აღმოსავლეთ აფრიკული განხეთქილება და ეთიოპიის ამარლება; კავკასიის რეგიონი და ჯავახეთის ზეგანი; ტიბეტის პლატო და მისი მიმდებარო ამაღლებები.

მოცემული პროექტისთვის, კალებ ევერეტმა, მსოფლიოს 7000 ენიდან, 600 რეპრეზენტაციული ენის ადგილმდებარეობა გააანალიზა. აქედან 92 ენა მკვეთრ თანხმოვნებს შეიცავდა. ევერეტმა დაამუშავა ლიგვისტური სტრუქტურების მსოფლიო ატლასი - ლინგვისტური ბგერების ყველაზე სრული გამოკვლევა. ევერეტმა შეიყვანა ამ ენების კოორდინატები Google Earth და ArcGIS v. 10.0 გეოგრაფიულ პროგრამულ პაკეტში. ამის შემდეგ, მან გააკეთა ბგერითი სისტემების ზედდება, მსოფლიოს რელიეფზე, იმისათვის რომ შეესწავლა მიღებული შედეგი.

დოქტორ ევერეტი მოყვანილი აბრუპტივების მაგალითები შეგიზლიათ მოისმინოთ მისამართით:
http://phys.org/news/2013-06-altitude-affect-language-spoken.html#jCp
Credit: University of Miami/Dr. Caleb Everett

ანალიზის შედეგმა, 6-დან 5 მაღალმთიან რეგიონში, დადგინდა ძლიერი კავშირი გეოგრაფიულ სიმაღლესა და ენაში არსებულ აბრუპტივებს შორის. ევერეტის განცხადებით, ასეთი განაწილების სიმაღლის გარდა რაიმე სხვა ფაქტორით ახსნა, ძალიან რთული იქნება.

"ნამდვილად მოულოდნელი იყო, როდესაც დავხედე მონაცემებს და ეს კორელაცია დავინახე" ამბობს ევერეტი "ჩემს ინტერპრეტაციაზე აღარაფერი იყო დამოკიდებული, სიმაღლესა და მეტყველებას შორის კავშირის ნივთმკიცება თვალწინ მქონდა."

შედეგის თანახმათ: ერთადერთი რეგიონი, რომელშიც მაღალი სიმაღლის მიუხედავად ენაში მკვეთრი თანხმოვნები არ გვხვდება, არის ტიბერის პლატო და მიმდებარე ტერიტორია. მაგრამ ტიბეტის შემთხვევაში, შეიზლება იმან იქონია გავლენა, რომ ამ რეგიონში ადამიანებმა სიმაღლისადმი უნიკალური ადაპტაცია განიცადეს.

"აბრუპტივების გამოთქმისას, პირის ღრუში უნდა შექმნათ ჰაერის ჯიბე და შემდეგ შეკუმშოთ" ამბობს ევერეტი. "სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის წნება მცირდება, ამიტომ ჰაერის შეკუმშვა უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ჩემი ვარაუდით მაღალმთიან რაიონებში, უფრო მარტივია მკვეთრი ბგერების წარმოთმქა."

აბრუპტივების წარმოთქმისას არ იყენებს ფილტვიდან წამოსულ ჰაერს. შესაძლოა ეს იმას უკავშირდება, რომ მაღალმთიან რაიონებში ამგვარი ბგერების ხმარება ამცირებს ფილტვიდან ამოსუნთქული ჰაერის რაოდენობას, ისევე როგორც დეჰიდრაციას (სითხის კარგვას).

წინა კვლევებით დამტკიცებულია: სხვა მაღალმთი რაიონების მკვიდრრბთან შედარებით, ტიბეტში მცხოვრები ადამიანები უფრო მაღალი სიხშირით სუნთქავენ. ითვლება რომ ეს არის მათი კლიმატთან ადაპტაციის მექანიზმი, რომელიც მაღალი სიმაღლის პირობებში ამცირებს ჰიპოქსიის ეფექტს.


ჰიპოქსია (ბერძნ. ὑπό — ქვეშ, ქვევით; ლათ. oxygenium — ჟანგბადი) — მდგომარეობა, როცა მთელი ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას.


ამგვარად პირველად დამტკიცდა საინტერესო დამოკიდებულება სიმაღლესა და მკვეთრ თანხმოვნებს შორის. ის დაიკვირვება თითქმის ყველა მაღალმტიან რაიონში.
ამჟამად ევერეტის მიზანია გამოიკვლიოს სხვა შესაძლო კავშირებს ენის ჟღერადობასა და მისი გეოგრაფიულ გავრცელების არეალს შორის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: Everett C (2013) Evidence for Direct Geographic Influences on Linguistic Sounds: The Case of Ejectives. PLOS ONE 8(6): e65275. doi:10.1371/journal.pone.0065275 dx.plos.org/10.1371/journal.pone.0065275

სტატიის ორიგინალი იხილეთ:





No comments:

Post a Comment