სხეულის ზომის დიდი ევოლუციური ცვლილება, დიდ დროს მოითხოვს. თაგვის ზომიდან, სპილოს ზომამდე ცვლილებისთვის საჭიროა მინიმუმ 24 მილიონი თაობა. ევოლუციის ეს მაქსიმალური სიჩარე ალისტარ ევანსის (Alistair Evans) და მისი თანა-ავტორების კვლევიდან გამომდინარეობს. კვლევა ეფუძვნება წიაღისეული ნარჩენების ანალიზს. დადგინდა ისიც, რომ ზომაში შემცირება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს: ჯუჯა სპილომდე ზომის შემცირებას 10-ჯერ ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ცხვარის ზომის ცხოველის სპილოს ზომამდე გაზრდას.
მოწოდებულია: Alistair Evans, David Jones and IMPPS.
"ჯუჯა სპილო" ან "პიგმეი სპილო" (pygmy elephants) - ლათ. სახელწოდება Loxodonta Pumilio. აფრიკასა და ინდოეთის ზოგიერთ რაიონში გავრცელებული სპილოს ტანმორჩილი სახეობა. ზომით შედარებით პატარა ბორნეოს სპოლოს ზოგჯერ აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც "ჯუჯა სპილო" .
პირველად მოხერხდა მსხვილ-მასშტაბური ევოლუციის სიჩქარის გაზომვა.
კვლევამ, ძუძუმწოვრების მაგალითზე, აჩვენა რომ თაგვიდან სპილოს ზომებამდე განვითარება 24 მილიონ თაობას მოითხოვს.
პუბლიკაცია მიღებულია ჟურნალ PNAS-ში (the Proceedings of the National Academy of Sciences). ისდეტალურად აღწერს ძუძუმწოვრების ზომაში ზრდასა და შმცირებას, რომელიც თავს იჩენდა65 მილიონი წლის წინად მომხდარი დინოზავრების გადაშენების შემდეგ.
კვლევამ აგრეთვე აჩვენა რომ კატის ზომის ცხოველის ზრდა სპილოს ზომამდე იკავებს სადღაც 10 მილიონ თაობას, ხოლო ზღვის ძუძუმწოვრების ზომაში ზრდას სჭირდება 2-ჯერ ნაკლები თაობის ცვლა.
დოქტორ ალისტარ ევანსის ხელმძღვანელობით (Dr Alistair Evans, Monash University's School of Biological Sciences), ბიოლოგის და პალეონტოლოგის 20 კაციანმა ჯგუფმა დაადგინა რომ ზომაში შემცირება ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ზომის საკმაოდ დიდი ცვლილებებლი შეიძლება მოხდეს მხოლოდ 100 000 თაბის ცვლის შემდეგ.
ევოლუციური ბიოლოგის, დოქ ევანსის განცხადებით, მოცემული სამეცნიერო შრომა განსაკუთრებულია იმით, რომ წინა კვლევები უფრო მეტად მიკრო ევოლუციაზე(სახეობის შეიგნით მომხდარ მცირე ცვლილებებზე)იყო ფოკუსირებული.
"ამის ნაცვლად ჩვენ მოვახდინეთ კონცენტრირება სხეულის ზომის მსხვილ და მასშტაბურ ცვლილებაზე. ჩვენ შევძელეთ ვაჩვენოთ, რომ ანდაზად გცეულ, თაგვიდან სპილოს ზომამდე, ზრდას დაჭირდება მინიმუმ 24 მილიონი თაობის ცვლა. ზომაში დიდი ცხვილება - ბევ დროს მოითხოვს," ამბობს დოქ ევანსი. "ნაკლებად მკვეთრ ზომის ცვლილებას, კურდღლიდან-სპილომდე, დაჭირდება 10 მილიონითაობა."
კვლევა სწავლობდა, განსხვავებულ კონტინენტებზე და განსხვავებულ ოკეანურ ბასეინებში მცხოვრები ძუძუმწოვრების 28 ჯგუფს, რომელთა შორის იყვნენ სპილოები, პრიმატები და ვეშაპები. კვლევამ მოიცვა 70 მილიონი წლის პერიოდს. განსხვავებული სიცოცხლის ხანგძლიობის მქონე ჯიშებს შორის ზომაში ცვლილების სიჩქარის, შედარება უფრო შინაარსობრივი რომ ყოფილიყო, ის გამოსახეს არა წელიწადების არამედ თაობების ენაზე.
წყალში მცხოვრები ცხოველების ზომის ცვლილება გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ბოცვერის, სპილოს ზომის ცხოველამდე, ზრდას 5 მილიონ თაობაზე ნაკლები ჭირდება, მაშინ როცა ანალოგიური ზომის ცვლილება ვეშაპებში, 2-ჯერ ნაკლები თაობის ცვლას მოითხოვს. ნაკლებ დროს მოითხოვს ზომაში შემცირებაც, სპილოს, ჯუჯად ქცევა, 10-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ანალოგიური ზომაში გადიდება.
მოწოდებულია:Alistair Evans and David Jones.
ვერტებრატის პალეონტოლოგიის მუზეომის უფროსი კურატორი, დოქ. ერიხ ფიცჯერალდი (Dr Erich Fitzgerald, Senior Curator of Vertebrate Palaeontology at Museum Victoria), და მისი კოლეგები ადასტურებენ: ხმელეთის ცხოველებთან შედარებით, ვეშაპების ზომები, ორჯერ უფრო დიდი სიჩქარით იცვლება.
"სავარაუდოთ, ეს იმის გამო ხდება, რომ წყალი ეხმარება ცხოველს საკუთარი წონის ტარებაში" ამბობს დოქ. ფიცჯერალდი.
დოქ. ევანსის განცხადებით ის გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტით რომ ზომაში შემცირება 10-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
"დაპატარავების და ზრდის სიჩქარეების ამგვარი დიდი განსხვავება გამაოგნებელია - ნამდვილად არ მოველოდით , რომ დაპატარავება ასეთი სისწრაფით მიმდინარეობს!" აცხადებს ევანსი.
არსებობს ვებრი მინიატურული ცხოველი, პიგმეური მამონტი, ჯუჯა ბეგემოტი, "ჰობიტი", ადამიანის მაგვარი, მაიმუნები. ყველა ეს ცხოველი გვეხმარება ლოგიკურად ავხსნათ ზომის შემცირება.
"როდესაც უფრო პატარა ხდები, ნაკლები საჭმელი გჭირდება და უფრო სწრაფად შეგიძლია გამრავლება, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა მცირე ზომის კუნძულზე ცხოვრებისას" ამბობს დოქ. ევანსი.
კვლევის შემდეგი ეტაპი იქნება იმ პირობების შესწავლა, რომლებიც კონკრეტულ ძუძუმწოვარს, ზომაში გაზრდისკენ უბიძგებენ. შესასწავლია აგრეთთვე თუ რა გარემოებები ანელებენ ზრდის ტემპსდა რა აჩერებს ზრდას რაღაც კონკრეტულ ნიშნულზე.
პუბლიკაციის ორიგინალი იხილეთ:
No comments:
Post a Comment