Saturday, August 10, 2013

ვიდეორუკა: ახლომდებარე სამყაროს მოძრაობა.


ხან.1 რუკაზე ნაჩვენებია, სამყაროში ყოველი, ლოკალურად მდებარე, გალაქტიკა. ფერები შეესაბამება დაშორებას: ყველაზე ახლომდებარე გალაქტიკები შეფერილია ლურჯად, ყველაზე დაშორებული გალაქტიკები (300 მილიონი სინათლის წელიწადი) წითლად.


მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდის მანოაში მდებარე ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი ბრენტ ტული (Brent Tully, University of Hawaii at Manoa), შეადგინა ახლომდებარე სამყაროს დღეისათვის ყველაზე დეტალური რუკა. მასზე დატანილია სამყაროს ლოკალური სტრუქტურების მოძრაობა. რუკა, ვიდეოს საშულებით, წარმოაჩენს სამყაროს დინამიურ სურათს. სამ-განზომილებიანი აღქმისთვის, ვიდეოში გამოყენებულია მობრუნება (rotation), გადიდება (zooming) და პანორამირება (panning) (ეს სამი, კადრის მოძრაობის აღმწერი ტერმინებია). ვიდეო წარმოდგენილი იყო გასულ კვირას, ტულის წარმატებული კარიერის და დაბადების 70 წლის იუბილესადემი ნიძღვნილ კონფერენციაზე, "ცოსმოსური ნაკადები: დაკვირვებები და სიმულაციები", მარსელი, საფრანგეთი ("Cosmic Flows: Observations and Simulations" in Marseille, France).

კოსმოსური ნაკადების პროექტრის (The Cosmic Flows project) ფარგლებში რუკაზე დაიტანეს ის ხილული და ბნელი მატერია, რომელიც მდებარეობს ჩვენი "ირმის ნახტომის " გალაქტიკის (Milky Way galaxy) სიახლოვეს, 300 მილიონი სინათლის წელიწადის მიდამოში.

1 სინათლის წელიწადი არის მანძილი რომელსაც სინათლე, 300 000კმ/წმ სიჩქარით, გადის ერთ წელიწადში. შედარებისათვის, მთვარემდე მანჭილის გასავლელად სინათლეს ჭირდება 1წმ-ზე ცოტა მეტი, ხოლო დედამიწიდან მზემდე მანძილს, სინათლე დაახლოებით, 8 წუთში ფარავს.



სამეცნიერო ჯგუფის შემადგენლობა:

ჰელენ კორტოისი (Helene Courtois, associate professor at the University of Lyon, France and associate researcher at the Institute for Astronomy (IfA), University of Hawaii (UH) at Manoa, USA);

დანიელ პომარედე (Daniel Pomarede, Institute of Research on Fundamental Laws of the Universe, CEA/Saclay, France; Brent Tully, IfA, UH Manoa); 
ბრენეტ ტული(Brent Tully, IfA, UH Manoa);
იუდა ჰოფმანი (Yehuda Hoffman, Racah Institute of Physics, University of Jerusalem, Israel).


სამყაროს მსხვილ-მასშტაბიანი სტრუქტურა არის - გალაქტიკუი გროვებით, ბოჭკოებით და ღრუებით (clusters, filaments, and voids) შეგგენილი კომპლექსური ქსელს. ვრცელი ღრუები - სივრცის შედარებით ცარიელი ადგილები - ბოჭკოებით არიან ერთმანეთთან გადაბმულები. ეს ბოჭკოები უერთიანდებიან ზეგროვებს (superclusters). გალაქტიკური ზეგროვები არიან სამყაროს შემადგენელი ყველაზე დიდი სტრუქტურები. ჩვენი საკუთარი გალაქტიკა (ირმის ნახტომი) ასევე მდებარეობს, 100 000 გალაქტიკისგან შემდგარ, ზეგროვაში.

დედამიწის ტექტონური პლიტების მოძრაობა, მის შიდა სტრუქტურას ფენს ნათელს, ანალოგიურად გალაქტიკების მოძრაობა შეიცავს ინფორმაციას სამყაროში ბნელ მატერიის და ბნელ ენერგიის სტრუქტურულ განაწილებაზე.



ბნელი მატერია - მატერიის უხილავი ფორმა. ის სინათლეს არც ასხივბს და არც ირეკლავს. ბნელი მატერიის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ აიხსნას გალაქტიკების და ვარსკვლავების დაკვირვებული მოძრაობის.

ნელი ენერგია - ენერგიის ჯერჯერობით დაუდგენელი ფორმა. იდუმალი ძალა, რომელიც სამყაროს აჩქარებით აფართოვებს.



სამყაროს კოსმოსური სტრუქტურების ამსახველი ვიდეო (ხმის გარეშე) შეგიძლიათ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=t-ZIi0fR-58



ვიდეოზე დეტალურად არის ნაჩვენები სამყაროში ხილული მატერიის განაწილება. ასევე დეტალურად არის აღწერილი სამყაროს უხილავი კომპონენტების - ღრუების და ბნელი მატერიის განაწილება. ბნელი მატერია, რომელიც შეადგენს სამყაროს მატერიის 80%, გალაქტიკების ერთმანეთის ირგვლივ ბრუნვის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. მატერიის (ხილულის და ბნელის) 3-განზომილებიანი რუკის შედგენა უაღრესად დიდი სიზუსტით განახორციელეს.


გარკვევით გამოჩნდა კავშირი, ბნელი მატერიის წყაროებსა და გალაქტიკების მდებარეებს შორის, რაც სტანდარტულად მიღებული კოსმოლოგური მოდელის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს. გადიდებების (zoom) და ხედვის კუთხის ცვლილების საშუალებით, ვიდეო "მიყვება" სამყაროს სამ განზომილებიან სტრუქტურას. ეს მაყურებელს ეხმარება დაინახოს კავშირები, სამყაროს განსხვავებულ სტუქტურულ ელემენტებს შორის, და ამავდროულად შეინარჩუნოს სივრცეში ორიანტაციის და მასშტაბის შეგრძნება.




მოცემული რუკა გვიჩნებს სამყაროში არსებულ გალაქტიკურ ნაკადებს. ცელკეული გალაქტიკა (თეთრი სფეროები) იქცევია ისევე, როგორც ზღვაში ჩავარდნილი ხის მორი. ნაკადს ის მიაქვთ პატარა კუნძულიდან (გალაქტიკური გროვები) უახლოეს დიდ კუნძულამდე (გალაქტიკური ზეგროვა), რომელიც ქმნის უფრო ძლიერი მიზიდვის არეს. წითელი და ყვითელი ფერები გვაჩვენებიენ კუნძულებს, მუქი ლურჯი მიგვითითებს იმ ღრუებზე, რომლებსაც ნაკადს გაყოლებული გალაქტიკები გარს უვლიან.

ამგვარად, მოცემულმა შრომამ სამეცნიერო საზოგადოებას შეექმნა უკეტესი წარმოდგენა იმის თაობაზე თუ, როგორია ჩვენს ირგვლივ მყოფი გალაქტიკების მოძრაობის განაწილება. ეს უაღრესად ძვირფასი შენაძენია შემდგომი კვლევების წარმოების თვალსაზრისით.

პუბლიკაცია სათაურით, "ლოკალური სამყაროს კოსმოგრაფია" (Cosmography of the Local Universe), აღგვიწერს კვლევას, რომელიც ვიდეოს მიღმა დგას. ის დაიბეჭდება ასტრონომიული ჟურნალის (The Astronomical Journal) უახლეს ნომერში.



ამჟამად პუბლიკაცია ხელმისაწვდომია მისამართით: 


სტატიის ორიგინალი იხილეთ:



=============================================


მეტი ვიდეო იხილოთ საიტზე:








No comments:

Post a Comment