Sunday, August 11, 2013

სოცილური ცხოველები მეტ სოციალურ საზრიანობას იჩენენ


სურათზე ასახულია ექსპერიმენტის ვიდეო გადაღებიდან ამოღებული რამოდენიმე კადრი. კადრში ჩანს ორი ბაკალავრი სტუდენტი: ჯოელ ბრაი (Joel Bray) მარცხენა მხარეს და აარონ სანდელი (Aaron Sandel) ხელმარჯვნივ. ისინი ცდიან კატისებრ ლემურს (ლათ. Lemur catta), რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რომელი თეფშიდან აიღოს საჭმელი: თეფშიდან რომელსაც უთვალთვალებენ, თუ თებშიდან რომელსაც არვინ უყურებს.
ავტორი: Evan MacLean, Duke



ლემურის სახეობები, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, ეცდებიან  აგაცალონ საჭმელიზურგს უკან და არა თქვენ ცხვირ წინ.


ეს ქცევა მტყველებს იმაზე, რომ დიდ სოციალურ ჯგუფებში მცხოვრები პრიმატებს უფრო მეტი "სოციალური საზრიანობა" გააჩნიათ. შედეგი გამოქვეყნდა 27 ივნისს, ჟურნალ PLOS ONE-ში.



დიუკის უნივერსიტეტში (Duke University) ჩატარებული ექსპერიმენტები მიზნად ისახავდნენ გარკვევას: არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი, დიდ სოციალური სისტემაში ცხოვრებასა, და ცხოველის სოციალურ უნარებს შორის. დიუკის ლემურების ცენტრის (Duke Lemur Center) 6 სხვა და სხვა ლემურის სახეობასთან მუშაობისას, ბაკალავი სტუდენტების ჯგუფმა, გამოსცადა 60 ინდივიდი. ისინი ამოწმებნენ ხშირდება თუ არა საჭმლის ქურდობის შემთხვევები, მაშინ როცა ადამიანი ლემურს უაშუალოდ არ უყურებს.



ლემორს უშვებდნენ ოთახში რომელშიც იმყოფებოდა ორი ადამიანი. ტარდებოდა ცდების რამოდენიმე სერია:


A.ორი გამომცდელი ადამიანი იჯდა საჭმლიანი თეფშებით გაწყობილ მაგიდისთან. ერთი პიროვნება იჯდა თეფშთან სახით, მეორე კი იჯდა თეფშთან ზურგით მოტრიალებული.
B. გამომცდელები იჯდნენ თეფშთან გვერდელად. ერთი იჯდა თეფშისკენ სახით, მეორე თეფშისგან მოტრიალებულები.
C. მესამე ცდისას: ადამიანებს პირზე ან თვალზე ქონდათ წაკრული შავი სახვევები. ამ ცდისას ორივე ადამიანი, თეფშისა და ლემურისკენ სახით იყო მოტრიალებულები.


"მაგიდაზე ამხტარ ლემურს, ადგილზე ხვდებოდა ორი თეფში. და მას უნდა გადაეწყვიტა რომლიდან აეღო საჭმელი. დიდ სოციალურ ჯგუფებში მცოხვრები ლემურები, მაგალითად კატისებრი ლემური(ringtailed lemur ლათ. Lemur catta), აშკარად უფრო კარგად ხვდებოდა სოციალური ქცევის იმ ნიშნებს, რომლებსაც შესაძლოა აკვირდებოდეს მაგიდასთან მჯდომი ადამიანი," ამბობს ევოლუციური ანტროპოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი და კვლევის ხელმძღვანელი, ევან მაკლეანი (Evan MacLean, the Department Of Evolutionary Anthropology). ლემურების პატარა ჯგუფებად მცხოვრები სახეობები (მაგალითად mongoose lemur ლათ. Eulemur mongoz), შედარებით ნაკლებად რეაგირებდა ადამიანის ქცევაზე.



ლემურების მცინე ნაწილი აშკარად ხვდებოდა თვალის აფარების მნიშნველობას.



"ეს კვლევა პირველია იმათ შორის, რომელიც სწავლობს სოციალური ჯგუფის სიდიდის და სოციალურ ინტელექტის ურთიერთ დამოკიდებულებას. აღმოჩენამ გაამყარა ე.წ. "სოციალური გონივრულობის ჰიპოთეზა" (social intelligence hypothesis), რომელის თანახმად დიდ სოციალურ სისტემებში ცხოვრებამ პრიმატებს, მათ შორის ადამიანსაც, შესძინა რთული, საზოგადოებრივი შემეცნების უნარი." ამბობს მაკლეანი. "ქცევითი ექსპერიმენტები კრიტიკულ როლს თამაშობენ ამ ჰიპოთეზის შემოწმებაში, რადანაც ინტელექტის მხოლოდ ტვინის ზომით შეფასება, არ იქნებოდა სწორი. მართლაც, კვლევამ ცხადყო რომ ლემურთა ზოგიერთ სახეობაში, სოციალური საზრიანობა გაიზარდა ტვინის ზომის გაზრდის გარეშე."



სტატიის ორიგინალი:



მატი ინფორმაცია იხილეთ ორიგინალურ სამეცნიერო პუბლიკაციაში:

"Group Size Predicts Social But Not Nonsocial Cognition in Lemurs," Evan MacLean, Aaron Sandel, Joel Bray, Ricki Oldenkamp, Rachna Reddy and Brian Hare. PLOS ONE, June 27, 2013. dx.plos.org/10.1371/journal.pone.0066359

No comments:

Post a Comment