ორგანიზაცია "მარს უან"-ის (Mars One) აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაზ ლანსდორფის (Bas Lansdorp), 2013 წლის, 22 აპრილს, შეერთებული შტატების დედაქალაქში, გამართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც შეიკრიბა 40-მდე მოხალისე. სიტყვით გამოვიდა ადამიანი რომელიც დგას წითელი პლანეტის კოლონიზაციის გეგმის მიღმა.
ბაზ ლანსდორფი, ჰოლანდიერი ბიზნესმენი, აპირებს დააარსოს მუდმივმოქმედი სადგური მარსზე. მისიის განხორციელება იგეგმება 2022 წელს, თუმცა მისი განხორციელება მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეგროვდა მისიისთვის საჭირო $6 მილიარდი.
თუკი მისიის განხორციელება წარმატებით მოხდება, "მარს უან" სავარაუდო მონაწილეები არასდროს დაბრუნდებიან დედამიწაზე.
"ეს არ გახლავთ დაბრუნებადი მისია" გნაცხადა Mars One მისის ხელმძღვანელმა, ლანსდორფმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (George Washington University) ყოფნის დროს.
"ეს უაღრესად დრამატულად ჟღერს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ ჩვენი პლანეტის ისტორიის განმავლობაში, ადამიანი ყოველთვის სამუდამოდ ემშვიდობებოდა თავის ოჯახს იმისთვის, რომ ახალ ადგილზე საცხოვრებლად გამგზავრებულიყო.
"ეს უბრალოდ გახლავთ იმის ნაწილი, რასაც ადამიანები ვაკეთებდით, და ვფიქრობ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი მარსი იქნება."
სხვა კოსმოსური სააგენტოები, მათ შორის ისეთი როგორიც არის NASA, ლანდსორფის გეგმებთან მიმართებაშიდაუმალავ სკეპტიციზმს გამოთქვამენ. მათი განცხადებით , მარსზე კოლონიის დაარსებისთვის საჭირო ტექნოლოგიაუბრალოდ არ არსებობს.
Mars One- მისია რეგისტრირებულია, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. მის ვებ-საიტის განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია, უკვე თითქმის ათი წელის განმავლობაში ცდილობს მიაწვდინოს ხმა გლობალურ აუდიტორიას. მის გეგმაშია ინტერაქტიული, სატელევიზიო გადაცემის შექმნა რომელიც შეძლებს ასახოს მარსის მისიის თითოეული დეტალი.
"ჩვენ მთლად მიზანთან არ ვიმოფებით" ამბობს ლანსდორფი, როცა ლაპარაკობს მისიისთვის აუცილებელი სახსრების მოძიებაზე. ის უარს აცხადებს თქვას თუ რა სახსრებია უკვე შეგროვებული. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ უკვე 78000 ადამიანის განცხადება აქვს, რომლებიც მზად არიან მიიღონ მონაწილეობის მისიაში და გახდნენ ასტრონავტები.
აპრილში, Mars One-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით:
პირველი 4 მოხალისე უკვე 2023 წელს შეძლებს განახორციელოს 7 თვიანი მოგზაურობა და დაეშვას მარსზე. ლანსდორფის თქმით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, მისიას ახალი ეკიპაჟები დაემატება.
ვაშინგტონში შეკრებილ ხალხს შორის, იყო ქრისტინა რამბო (Christine Rambo), 38 წლის სუტდენტი ბიბლიოთეკარი ნიუ ჯერსიდან (student librarian, New Jersey). ის მარსს აღწერს როგორც "აღმოჩენების ახალ დიდი ერა. ეს არის როგორც კოლუმბის (Columbus) მიერ ამერიის აღმოჩენა. ეს იმდენად აღმაფრთოვანებს... იმდენად დიდი მნიშვნელობის მომტანია, რომ მინდა ამის ნაწილი გავხდე."
სტატიის ორიგინალი იხილეთ:
No comments:
Post a Comment