მათ, ვინც თვითმფრინავით მგზავრობს, გარდაუვლად მოუწევთ გათიშონ თავიანთი ელექტრო მოწყობილობები, ფრენის ორ ყველაზე კრიტიკულ ფაზაში - აფრენისას და დაშვებისას.
ავიაკომპანიების უმრავლესობამ, აი უკვე ათწლეულია რაც მგზავრებთან ამგვარი თხოვნით მიმართვა წესად მიიღო, იმის მიუხედავად რომ არ არსებობს არავითარი დადასტურებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მგზავრის ჩართულმა მოწყობილობამ თვითმფრინავის უბედური შემთხვევა გამოიწვია.
მაშინ რატომ გვაიძულებენ აფრენისას და დაფრენისას შევწყვიტოთ მუსიკის მოსმენა ან თუნდაცკინდლის (Kindle) კითხვა?
ბევრი მგზავრი უბრალოდ იგნორირებს ამ ინსტუქციას.
შეერთებულ შტატებში (შშ) ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით: მგზავრთა მესამედი აღიარებს, რომ თხოვნის მიუხედავად ყოველთვის არ თიშავს საკუთარ ელექტრო მოწყობილობებს.
შეერთებული შტატების ფედერალური ადმინისტრაციამ (FAA - Federal Administration Authority) უპასუხა ხალხის მზარდ ეჭვს, რომ "ყელაფერი უნდა იყოს გათიშული". შეიქმნა სამსახური, რომელიც შეისწავლის მოცემულ საკითხს და ნელნელა შეარბილებს ზოგიერთ წესს.