Friday, March 16, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 04. პუტინი და მისი ბირთვული რაკეტა


სურათზე ნაჩვენებია, ნევადაში, პროექტ NERVA-ს 
(NERVA - The Nuclear Engine for Rocket Vehicle Application) 
გამოცდის პროცესი. 


RSS Feed

ბითვრული სითბურ რაკეტები, პროექტი ნერვა, ბირთვული რეაქტორები.



სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მეოთხე ეპიზოდი.
ბსაუბროთ თემებზე რომელზეც შთაგვაგონა ჩვენი ჩრდილო მეზობლის ბირთვული კუნთების თამაშმა

აქ ჩამოწერილია ზოგი წიგნი და ფაქტი, რომელიც ნახსენები გვქონდა ამ ეპიზოდში:



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Friday, March 2, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 03. "პრომეთეუსი"


ფილმი "პრომეთეუსი", რატომ არ უნდა მოვიხსნათ მუზარადი უცხო პლანეტაზე!


საუბრები ყველაფერზე რაზეც შთაგვაგონა ფილმმა 'პრომეთეუსმა'.

RSS Feed

ანაბიოზი, ბიოლოგიური უსაფთხოება, კრიო-ძილი და კოსმონავტების კარანტინი.


სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მესამე ეპიზოდი.
ვარჩევთ ორ ფილმს: Prometheus (2012)-ს და Alien: Covenant (2017).

აქ ჩამოწერილია ზოგი წიგნი და ფაქტი, რომელიც ნახსენები გვქონდა ამ ეპიზოდში:
  • ინფორმაცია, ფილმების სერია 'უცხო'-ზე, შეგიძლიათ ნახოთ ბმულში: Alien_(franchise)Чужой_(серия_фильмов).
  • მეტი ინფორმაცია მეტეორიტზე მარსიდან: Martian_meteoriteМарсианский метеорит.
  • წიგნი რომელშიც გამოთქმული იყო ჰიპოთეზა პლანეტა ნიბირუზე: Chariots_of_the_GodsКолесницы богов.
  • საინტერესო შუასაუკუნოვანი ფრესკების მაგალითები: Ancient Aliens And Spaceships Depicted On Very Old Paintings.
  • საბჭოთა ნაწარმოები, რომელშიც პროფესორი აცოცხლებდა თავებს, არის ბელაევის ნაწარმოება "პროფესორ დოუელის თავი". მისი ორიგინალი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულში: Александр Беляев. Голова профессора Доуэля.
  • ფილმები რომლებშიც უცხო პლანეტელები არიან კეთილები: E.T. the Extra-Terrestrial (1982)Contact (1997) და Arrival (2016).
  • ჰერბერტ უელსის წიგნი "სამყაროთა ომები" (დაწერილი 1898 წელს), შეგიძლიათ ბმულით: Герберт Уэллс. Война миров;  Herbert George Wells. The War of the Worlds.
  • ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია გადარჩენა კოსმოსის უჰაერობაში და მომატებული რადიაციის პირობებში არის ე.წ. ნელამავალა (ლათ. Tardigrada ).
  • ამ სტატიის თანახმად ნელმავალას დნმ-ის 17.5% (8000 ფრაგმენტი) სხვა სახეობებისგან არის "ნასესხები". თუმცა იქვეა ნახსენები, რომ მეცნიერების მეორე ჯგუფმა მხოლო 500 ასეთი დნმ-ფრაგმენტი იპოვა და ეს მეორე ჯგუფი ვარაუდობს, რომ წინა ჯგუფის სენსაციური აღმოჩენის წყარო საკვლევი ნიმუშების დაბინძურებით არის გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში საჭიროა ამ საკითხის დამატებითი კვლევა. The Tardigrade Genome Has Been Sequenced, And It's Even Weirder Than We Thought.  
  • მატარებელში ვირუსის აფეთქების შემთხვევა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულში: Swine flu container explodes on train



PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Saturday, February 24, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - ეპიზოდი 02


გრავიტაციური მანევრირება; მზის იალქნები; იონური ძრავები; რადიოუზოტოპური თერმული გენერატორები.

RSS Feed

სამეცნიერო და გასართობი PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის) მეორე ეპიზოდი.
თემა:

კოსმოსური ძრავები;
გრავიტაციული მანევრირება;
გრავიტაციული შურდული;
RTG - ადიოიზოტოპური ერმეოლექტრული ენერატორი


ფილმი რომელიც ვახსენეთ, დედამიწაზე არამიწიერი ვირუსის მოხვედრის კონტექსტში არის, 1971 წელს გადაღებული The Andromeda Strain.

მოთხრობა, რომლის უცხოპლანეტელი გმირები იყენებენ ვარსკვლავებს შორის სამოგზაუროდ მზის იალქნებს, არის ლარი ნივენის "მეოთხე პროფესია" (Larry Niven. The Fourth Profession). შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორც მოთხრობის ორიგინალი ასევე რუსული თარგმანი:
Larry Niven. The Fourth Profession
Ларри Нивен. Четвертая профессия


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Wednesday, February 14, 2018

Podcast: მეცნიერება ყველასათვის - პირველი (საცდელი) ეპიზოდი 01

SpaceX,  ელონ მასკი,  რაკეტები.
RSS Feed: 

ეს არის საცდელი გადაცემა ციკლიდან "ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც გვაინტერესებს".
ამ პირველ ეპიზოდში საუბარი გვაქვს:
SpaceX-ზე, ელონ მასკზე, რაკეტებზე და ლუქსემბურგზეც კი... 
თუმცა ბოლოსკენ ლუქსემბურგი ლიხტენშტეინში აგვერია...


PodCast-ის (ინტერნეტ მაუწყებლობის)
წამყვანები: Juka & Louis

Juka (ჯუკა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
Louis (ლუი) პოლონეთში გდანსკის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ინგლისური სიტყვა PodCast წარმოქმნილი სიტყვების iPad და BroadCast-ის შერწყმით.
ჩვენი მოსმენა შეიძლება: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

Friday, September 2, 2016

რატომ ანათებს მეტეორი და რა არის მეტეოროიდი?


მეტეოროიდი ან მეტეორული სხეული
არის კოსმოსური წარმოშობის მინერალი, რომელიც კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს. ზომების თვალსაზრისით მეტეოროიდს შუალედური ადგილი უკავია კოსმოსურ მტვერსა და ასტეროიდს შორის. 

რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მეტეოროიდი, მტვრისა ან ასტეროიდისგან, ზომით განვასხვაოთ, უნდა დავასახელოთ ზომის კონკრეტული შუალედი. ისიც გასაგებია, რომ ამგვარი შუალედი შეთანხმების საგანი იქნება.

როგორც წესი, მეტეორულ სხეულად ანუ მეტეოროიდად, მიიჩნევა ბუნებრივი წარმოშობის ობიექტი, რომლის ზომი მნიშვნელობა მდებარეობს შუალედში 10 მიკრონიდან (მილიმეტრის მეასედი) - 1 მეტრამდე. თუმცა ზოგჯერ ზომის ზედა ზღვარად ასახელებენ 10 მ, უფრო დიდი ზომის ობიექტები ითვლებიან ასტეროიდებად. თუმცა რიგ შემთხვევაში ასტეროიდებად მიიჩნევენ ობიექტებს რომელთა ზომაა 100მ ან 1000მ (0.1კმ-1კმ). 

ინმეს თუ დაგაინტერესებთ რატომ განისაზღვება მეტეოროიდის ზომები მაინც და მაინც ამ საზღვრებში იხილეთ სტატია.

ზემოთ თქმული უფრო მარტივი სიტყვებით რომ ჩამოვაყალიბოთ, მეტეოროიდი ან მეტეორული სხეული არის კლდის ან ლითონის ნატეხი, რომელიც დაფრინავს კოსმოსურ სივრცეში. ასეთ სხეულს შეუძლია დაუზიანებლად იფრინოს მილიარდი წლის განმავლობაში. 

თუმცა კი, თუ არსებობს ორი სხეული, ყოველთვის არსებობს არანულოვანი დადებითი ალბათობა იმისა რომ ეს სხეულები ერთმანეთს დაეჯახება, ამიტომ ყოველთვის არსებობენ მეტეორული სხეულები რომლებიც დედამიწას ეჯახებიან.

რა მდებარეობს დედამიწის ზედაპირსა და კოსმოსს შორის ?
პირველად შეკითხვა უაზროდ შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა როგორც კარგი მასწავლებლები ამბობენ: "უაზრო შეკითხვა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უაზრო პასუხი". 

დედამიწის ზედაპირსა და კოსმოსს შორის მდებარეობს სხვა და სხვა აირების ნაზავისგან შემდგარი ფენა. ამ ფენას ეწოდება ატმოსფერო. რაც უფრო მაღლა ავდივართ, ზღვის დონიდან, მით უფრო გაუხშოვებული ხდება ატმოსდერო (მით უფრო არამკვრივი ხდება გარემოში არსებული ჰაერი). საერთაშორისო ფრენითი რეგულაციების თანახმად 3600-4500მ სიმაღლეზე არაჰერმეტული კაბინით ფრენაზე დაწესებულია 30 წთ-იანი შეზღუდვა, თუკი ვინმე გადაწყვეტს ავიდეს 8000მ-სიმაღლეზე, ის მიადგება ე.წ.  'მკვდარ ზონა'-ს. ამ  სიმაღლიდან მოყოლებული ჰაერის წნევა იმდენად დაბალია, რომ სისხლი ვეღარ ითვისებს ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამიტომ სპეციალური აღჭუირვილობის გარეშე, ამ სიმაღლის ნიშნულზე დარჩენა, უაღრესად სახიფათოა არამც თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ მისი სიცოცხლისათვისაც კი.

მაგრამ დედამიწის ატმოსფერო 8კმ-ის შემდეგაც გრძელდება. 100კმ სიმაღლეზე მდებარეობს ე.წ. კარმანის ხაზი (Kármán line). აერონავტიკის საერთშორისო ფედერაცია (FAI - Fédération Aéronautique Internationale) კოსმოსის დასაწყისად სწორედ კარმანის ხაზს მიიჩნევს, თუმცა ფიზიკის თვალსაზრისით დედამიწის ატმოსფერო მთავრდება მხოლოდ 100000კმ-იან ნიშნულზე.

სურ 1. ატმოსფერო და მისი შრეები. მარცხენა სკალა  შეესაბამება სიმაღლეს (კმ) ზღვის დონიდან, შუა სკალა არის ატმოსფერული წნევა (მბ - მილი ბარები), მარჯვნივ მდებარე წითელი ხაზი აღნიშნავს ტემპერატურის ცვლილებას სიმაღლისდა მიხედვით. აღსანიშნავია რომ კოსმოსური ხოლმადები დაფრინავენ უკვე 400-500კმ სიმაღლიდან მოყოლებული, თუმცა იქ მაინც არსებობს უაღრესად გაუხშოებული ატმოსფერო, და მასთან ურთიერთქმედების გამო; დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის გაკეთების დროს, კოსმოსური სადგური შეიძლება კარგავდეს 1მ-10მ ორბიტის სიმაღლეს.

რა არის მეტეორი.
სიტყვა მეტეორი, წარმოქმნილია ბენძნული სიტყვისგან მეტეოროს (μετέωρος), რაც თარგმანში "ციურს" ნიშნავავს.  ამ სიტყვით აღნიშნავენ კაშკაშა ობიექტს რომელიც უეცრად ჩნდება ღამის ცაზე, გარკვეულ კუთხურ მანძილს გადის და უკვალოდ ქრება. ხალხში ამბობენ "ვარსკვლავი მოწყდა" თუმცა ტექნიკურად ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მეტეორის გაელვების   მოვლენას ვარსკვლავთან მხოლოდ მოჩვენებითი მსგავსება აქვს.
სურ 2. ღამის ცა და ექვსი გაელვებული მეტეორი. გადაღებულია ხანგძლივი ექსპოზიციით.
მეტეორის გაელვების არსი შემდეგში მდგომარეობს: მეტეოროიდი ან ასტეროიდი შემოდის დედამიწის ატმოსფეროს შიდა შრეებში. მართალია დიდ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან გაუხშოვებულია, მაგრამ კოსმოსიდან შემოჭრილ სხეულს იმდენად დიდი სიჩარე აქვს, რომ უკვე 85კმ სიმაღლეზე, მოლეკულებთან ურთიერთქმედების გამო,  ვარდნილი სხეული ძლიერად ცხელდება და იწყებს კაშკაშა ნათებას.  ამ გზით გაცხელებულ და განათებულ სხეულს უწოდებენ მეტეორს. 50კმ სიმაღლეზე მეტეორების უმრავლესობა  ბოლომდე ჩაიწვება ხოლმე.


რა სიჩქარე აქვს მეტეორს?

მეტეორის სიჩქარე, ან რაც იგივეა, კოსმოსური წარმოშობის ვარდნილი სხეულის სიჩქარე შეიძლება შეადგენდეს 10 კმ/წმ - 70 კმ/წმ (10 000 მ/წმ - 70 000 მ/წმ).

შედარებისთვის:
ოლიმპიური სპრინტერი სადღაც 10 მ/წმ სიჩქარით დარბის;
ფორმულა ერთის ბოლიდის სიჩარის რეკორდია 115 მ/წმ;
ჰაერში აკუსტიკური ბგერის გავრცელების სიჩქარეა 340 მ/წმ (ნომრალური ატმოსფერულ იპირობების შემთხვევაში);
ხოლო ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის (სრ-71 "შაშვი" SR-71 Blackbird) სიჩქარის რეკორდია 980 მ/წმ.


რატომ ცხელდება და რატომ იწვის მეტეორი?
კოსმოსიდან ვარდნილი სხეულის გაცხელების მიზეზი უკვე დავასახელეთ.
ატმოსფეროში, დიდ სიჩქარეზე შემოჭრილი სხეული, ურთიერთქმედებს აირის მოლეკულებთან, რაც იწვევს გაცხელებას. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გაცხელების მიზეზია ხახუნი. მართლაც როდესაც ორი მყარი სხეული ერთმანეთს ეხახუნება ადგილი აქვს გაცხელებას, მაგრამ ჰაერი, დიდ სიმაღლეებზე უაღრესად გაუხშოებულია, ამიტომ მხოლოდ ხახუნს არ შეუძლია მეტეორის ანთება.

საქმის ვითარება უფრო რთულად არის.
მეტეორის სიჩარე, ბევრად აღემატება ატმოსფეროს მოლეკულების სიჩქარეს (სულ მცირედ 30-ჯერ, ზოგჯერ შემთხვევებში კი 200-ჯერაც კი). ეს იმას იწვევს რომ მოლეკულები რომლებსაც ეჯახება მეტეორი, ვერ ასწრებენ დროულად გაქწევას, ისე როგორც ეს დაბალ სიჩარეებსზე ხდება. მოლეკულები ჭარბი რაოდენობიდ გროვდებიან მეტეორის წინ. მათ ემატება ახალი მოლეკულები. მეტეორის წინ ჩნდება შეკუმშული აირის ბალიში (ე.წ. დარტყმითი კონუსი), რომელიც ატმოსფეროს დაბალ ფენებში ჩასვლისას სულ უფრო და უფრო სქელდება და ცხელდება. შეკუმშვით გაცხელებული აირი მეტეორს გვერდს უვლის მაგრამ მის ადგილს ახალი იკავებს.

ანალოგიური მოვლენა ხდება ზებგერითი თვითმფრინავის მოძრაობის დროს თუმცა იმის გამო რომ ტიპიური ზებგერითი თვითმფრინავის სიჩქარე მხოლოდ 1-2 ჯერ აღემატება ჰაერის მოლეკულების სიჩქარეს, ეს ეფექტი არ არის იმდენად დრამატული, როგორიც მეტეორის შემთხვევაში.

სურ 3. სურათზე გამოსახულია ტრანს-ბგერითი (0.8 - 1.0 მაჰი) სიჩქარით მოძრავი თვითფმფრინავი. სამაგიეროდ თვითმფრინავის გარშემო მოძრავი ჰაერს  სხვა და სხვა სიჩარე აქვს. ცალკეულ ადგილებში ნაკადის სიჩქარე შეიძლება გახდეს ზებგერითი (1.2 მაჰ). საკმაოდ ჩახლართული ფიზიკის გამო, ფრენის ამ რეჟიმში შეიძლება წარმოიქმნას ე.წ. ორთქლის კონუსი, რომელიც კარგად ჩანს სურათზე. მართალია ორთქლის კონუსი თითქოს და ლამაზად წარმოაჩენს დარტყმითი ტალღის ფრონტს, მაგრამ არ არის აუცილებელი ის წარმოიქმნას დარტყმით ტალღის ფრონტზე, ორთქლწარმოქმნა შეიძლება ჩაჭერილი იქნას ორ დარტყმითი ტალღის ფრონტს შორის. ორთქლის კონუსის წარმოსაქმნელად არის არის უცილებელი თვითმფრინავი ზებგერითი სიჩქარით მოძრაობდეს, საკმარისია ტრანს-ბგერითი სიჩქარეც.


შემკვრივების ჰაერის "დარტყმითი ბალიში" აცხელებს მეტეორს ტემპერატურამდე, რომელებზეც ლითონი იწყებს ნათებას, ლღობას და დუღილს. მეტეორის ზედაპირი სწრაფად ორთქლდება და მხოლოდ იშვიათი მეტეორი ეხება დედამიწის ზედაპირს. იმისთვის რომ ატმოსფეროში შემავალი კოსმოსური ხომალდი მეტეორივით არ ჩაიწვას ატმოსფეროში შესვლისთვის განკუთვნილ მოდულებს წინა მხარეს უკეთებენ ე.წ. თერმულ ფარს. ამ მოდულებს აქვთ სპეციფიური ფორმა (სურ. 4), რომელიც ვარდნილი მეტეორების ფორმით არის შთაგონებული.
სურათი 4. ატმოსფეროში მაღალ სიჩქარეზე შემავალი დასაჯდომი კაფსულა.

დედამიწაზე კოსმოსიდან დაცემულ სხეულს ქვია მეტეორიტი. (არ აურიოთ მეტეორთან. მეტეორს უწოდებენ სხეულებს, რომლებიც მთლიანად ჩაიწვა ატმოსფეროში და არ დაეცა მიწის ზედაპირს).  

რა ზომის უნდა იყოს სხეული, რათა დაეცეს დედამიწის ზედაპირს?

დაეცემა  თუ არა კოსმოსური სხეული დედამიწის ზედაპირზს? ამ კითხვაზე პასუხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვარდნილი სხეულის გვარობაზე (შემადგენლობაზე). მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ქვის და ლითონის მეტეოროიდებით მაშინ ამოცანა შედარებით გამარტივდება და დაიყვანება ვარდნილი სხეულის სიჩქარესა და ზომაზე.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ დედამიწაზე ვარდება მხოლოდ ის სხეული რომლის ზომა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მან ვერ მოასწროს ატმოსფეროში ბოლომდე დაწვა. ეს მოსაზრება თავისთავად სწორია, მაგრამ მეტეორიტის სიდიდე არ არის მისი წარმოქმნის ერთადერთი და აუცილებელი კრიტერიუმი.

დედამიწის ზედაპირს აღწევენ ის მსუბუქი მეტეორიტებიც, რომლებიც მცირე წონისა და ჰაერის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, სწრაფად კარგავენ საწყის სიჩქარეს. თუკი მათი მოძრაობა საკმარისად შენელდება, ისინი შეწყვეტენ წვას და კაშკაშა ნათებას და შედარებით შეუმჩნევლად გააგრძელებენ დედამიწის ზედაპირისკენ ვარდნას. მაგრამ ასეთი შენელებული მეტეორიტის სიჩქარე მაინც დიდია. დაცემისას ამგვარ ობიექტს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია (მაგ. 1825 წელს ინდოეთში დაფიქსირდა ადამიანის, მეტეორიტით სიკვდილის ფაქტი. მეტეორიტმა არა მარტო მოკლა ადამიანი, არამედ მეტეორის დაცემით წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ  მეზობელ შენობებში შუშებიც ჩალეწა (იხილეთ ბმული).

გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ მეტეორის დიდი ზომები აფერხებენ მის გარდაქმნას მეტეორიტად. საწყისად დიდი მეტეორები ხშირად ვერ უძლებენ ატმოსფეროში წარმოქმნილი დარწყმითი 'ბალიშის' ზემოქმედებას და უფრო მცირე ფრაგმენტებად იშლებიან (სურ.5),
სურ 5. გამოსახულებაზე შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ წყდებიან დიდ მეტეორს უფრო მცირე ფრაგმენტები. ძირიდადი მეტეორის "კუდში" რჩებიან, რადგანაც უფრო მსუბუქები არიან და ამის გამო სიჩქარეს უფრო სწრაფად კარგავენ.


საინტერესო ფაქტი: დედამიწის მიმართ მხები ტრაექტორიის მქონე მეტეორი ატმოსფერომ საერთოდაც შეიძლება ისევ კოსმოსში აისხლიტოს, ეს ფაქტიც მეტეორის მიერ წარმოქმნილი დარტყმითი "ბალიშით" იქნება გამოწვეული.

მოკლედ, "მომწყდარი ვარსკვლავის" მიღმა, საკმაოდ საინტერესო ფიზიკა იმალება.


Wednesday, April 22, 2015

მეტეორული წვიმა

 

მეტეორი


მეტეორი, არის კოსმოსური სხეული, რომელიც იმდენად დიდი სიჩქარით იჭრება დედამიწის ატმოსფეროში, რომ ცხელდება და იწყებს ხილულ წვას

ატმოსფეროში შემავალი მეტეორი


ამ დროს, (ჩეულებრივ წმ-ის რამოდენიმე მეათედის, იშვიად შემთხვევებში კი რამოდენიმე წმ-ის განმავლობაში), შეიძლება დაინახოთ თუ როგორ კვეთს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, სწრაფად მოძრავი კაშკაშა ობიექტი,

მეტეორს ზოგჯერ "მოწყვეტილ ვარსკვლავს" ეძახიან.
ასტრონოიული თვალსაზრისიდ ტერმინები "ჩამოვარდნილი ვარსკვლავი", "მოწყვეტილი ვარსკვლავი" უაღრესად მცდარი სახელწოდებაა, იმიტომ რომ ერთადერთი ვარსკვლავი ჩვენს მზის სიტეტმაში არის თავად მზე და ის  თავისი მასით და ზომებით ყველა პლანეტას აღემატება, ერთად აღებულს.
მაშინ როცა მეტეორი არის ჩვეულებრივი, მცირე ზომის, კოსმოსური სხეული რომელიც პლანეტის ატმოსფეროში იწვის.


ბოლიდი

ძალიან კაშკაშაა მეტეორს, ასტრონომიაში ბოლიდი (ინგ. bolide) ეწოდება.

2013 წელს, კალიფორნიაში დაკვირებული ბოლიდი,
იმავე ბოლიდის სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო.


მეტეორიტი

მეტეორს რომელიც ბოლომდე არ ჩაიწვა პლანეტის ატმოსფეროში, და პლანეტის ზედაპირს შეეხო, ეწოდება მეტეორიტი.
ანტარქტიდაზე ნაპოვნი ერთერთი მეტეორიტი, დვილად შესამჩნევია რომ მისი ფორმა დეფორმირებულია დნობის შედეგად, ფოტოს ავტორია Russell Kempton,
N.E. Meteorite Services,
www.meteorlab.com




როგორც წესი მეტეორიტის დაჯახების შემდეგ პლანეტის ზედაპირზე ე.წ. კრატერები ჩნდება.

 

 მეტეორული წვიმა (ინგ. meteor shower)


მეტეორული წვიმა (ან მეორე ტერმინი მეტეორული ნაკადი)  ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებიან, ცის რომელიმე ერთი წერტილიდან მომავალ მეტეორებს.


მოცემულია ცის სქემატურ რუკა, რომელზეც დატანილია ციური კორდინატები.
ისრებით ნაჩვენებია მეტეორების, ცაზე მოძრაობის, ხილული მოძრაობის ტრაექტორია და მიმართულება. პატარა წრეწირი გვიჩვენებს, ცის რომელი უბნიდან მოდის მოცემული მეტეორების ნაკადი.
       მეტეორული წვიმის არსებობისთვის არ არის აუცილებელი ყველა მეტეორი ერთდროულად დაიკვირვებოდეს, ეს პროცესი შეიძლება რამოდენიმე ღამეზე იყოს გაწელილი.

იმის და მიხედვით თუ რომელ თანავარსკვლავედში მდებარეობს მეტეორული წვიმის/ნაკადის წარმოსახვითი წყარო, მეტეორუ წვიმებს/ნაკადებს შესაბამისი სახელი ქვია.

მოცემულ შემთხვევაში ნახატზე ნაჩვენებია ე.წ. ლეონიდების (Leonids) ნაკადი. ნაკადმა ეს სახელი მიიღო იმის გამო, რომ მეტეორიტების წაროსახვითი წყარო, ლომის (ლათ. Leo) თანავარსკვლავედში მდებარეობს. 

როგორ წარმოიქმნება მეტეორული წვიმა?


ყველას გვსმენია კომეტების შესახებ.

ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, კომეტა არის ტალახიანი ყინულის გუნდა რომელიც მზის გარშემო, უაღრესად გაწელილი ორბიტით მოძრაობს.

როდესაც კომეტა შორს არის, ის არ ჩანს, მაგრამ როცა მზეს უახლოვდება, ყინული მზის სიმხურვალის გამო აორთქლებას იწყებს.
ის რასაც ჩვენ როგორც კომეტის კუდს აღვიქვავთ, სინამდვილეში მილიონობით კილომეტრზე გაფანტული, წყლის ორთქლის ღრუბელია, რომელიც ანათებს, და კუდის შთაბეძდილებას ტოვებს.
ჰალე-ბოპპის კომეტა. Comet Hale–Bopp.
 
http://en.wikipedia.org/wiki/Comet_Hale%E2%80%93Bopp


განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ადამიანს დაებადება შეკითხვა, რა მოსდის კომეტას როცა მასზე მყოფი მთელი ყინული აორთქლდება და გაიფანტება.
სინამდვილეში კომეტა უბრალოდ აღარ ჩანს, მაგრამ კვლავაც აგრძელებს მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას.
ყინულნარევი "ტალაყის" მაგივრად, ორბიტაზე მხოლოდ ტალახი რჩება.

სანამ ყინული არსებობდა, კომეტა ერთიანი შეკრული სხეული იყო.
ყინული აორთქლებასთან ერთად კომეტის დარჩენილი "ტალახიანი" ნაწილი სულ უფრო და უფრო წვრილ ფრაგმენტებად დაიშალა.

საბოლოოდ, ორბიტაზე მცირე ობექტების ხროვა რჩება, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო განიფინება კომეტის პირვანდელი ორბიტის გასწვრივ.




როდესაც დედამიწა ასეთი კომეტის ორბიტას კვეთს, ის შეიძლება მცირე სხეულბის მოძრაობის გზაზე აღმოჩნდეს, სწორედ ამ დროს დაიკვირვება მეტეორული წვიმები.

Monday, August 12, 2013

რატომ უნდა გავთიშოთ მობილური ტელეფონი თვითმფინავით მგზავრობისას

მათ, ვინც თვითმფრინავით მგზავრობს, გარდაუვლად მოუწევთ გათიშონ თავიანთი ელექტრო მოწყობილობები, ფრენის ორ ყველაზე კრიტიკულ ფაზაში - აფრენისას და დაშვებისას.

ავიაკომპანიების უმრავლესობამ, აი უკვე ათწლეულია რაც მგზავრებთან ამგვარი თხოვნით მიმართვა წესად მიიღო, იმის მიუხედავად რომ არ არსებობს არავითარი დადასტურებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მგზავრის ჩართულმა მოწყობილობამ თვითმფრინავის უბედური შემთხვევა გამოიწვია.

მაშინ რატომ გვაიძულებენ აფრენისას და დაფრენისას შევწყვიტოთ მუსიკის მოსმენა ან თუნდაცკინდლის (Kindle) კითხვა?

ბევრი მგზავრი უბრალოდ იგნორირებს ამ ინსტუქციას.
შეერთებულ შტატებში (შშ) ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით: მგზავრთა მესამედი აღიარებს, რომ თხოვნის მიუხედავად ყოველთვის არ თიშავს საკუთარ ელექტრო მოწყობილობებს.

შეერთებული შტატების ფედერალური ადმინისტრაციამ (FAA - Federal Administration Authority) უპასუხა ხალხის მზარდ ეჭვს, რომ "ყელაფერი უნდა იყოს გათიშული". შეიქმნა სამსახური, რომელიც შეისწავლის მოცემულ საკითხს და ნელნელა შეარბილებს ზოგიერთ წესს.

მზის მაგნიტური ველი ეს-ესაა ამოტრიალდება


ჰელიოსფერის დენების მხატვრის ხედვა. როგორც ნახატზე ჩანს მზის მაგნიტური ველის ამობრუნებასთან ერთად, დენის ნაკადების "ფურცლები" სულ უფრო და უფრო ტალღოვანები ხდებიან.

მზეზე, სადაცაა, გრანდიოზული მოვლენა მოხდება. NASA-ს მიერ მხარდაჭერილი დაკვირვებების თანახმად: მზის უზარმაზარი მაგნიტური ველი უახლოეს მომავალში ამოტრიალდება.


Sunday, August 11, 2013

მარსისკენ, ცალმხრივი ფრენისთვის მზადმყოფი კოსმოსური კადეტები, ვაშინგტონში შეიკრიბნენ


ორგანიზაცია "მარს უან"-ის (Mars One) აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაზ ლანსდორფის (Bas Lansdorp),  2013 წლის, 22 აპრილს, შეერთებული შტატების დედაქალაქში, გამართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც  შეიკრიბა 40-მდე მოხალისე. სიტყვით გამოვიდა ადამიანი რომელიც დგას წითელი პლანეტის კოლონიზაციის გეგმის მიღმა.

სოცილური ცხოველები მეტ სოციალურ საზრიანობას იჩენენ


სურათზე ასახულია ექსპერიმენტის ვიდეო გადაღებიდან ამოღებული რამოდენიმე კადრი. კადრში ჩანს ორი ბაკალავრი სტუდენტი: ჯოელ ბრაი (Joel Bray) მარცხენა მხარეს და აარონ სანდელი (Aaron Sandel) ხელმარჯვნივ. ისინი ცდიან კატისებრ ლემურს (ლათ. Lemur catta), რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რომელი თეფშიდან აიღოს საჭმელი: თეფშიდან რომელსაც უთვალთვალებენ, თუ თებშიდან რომელსაც არვინ უყურებს.
ავტორი: Evan MacLean, Duke

დინოზავრის ზრდის კვალდაკვალ


ფსიტაკოზავრუს-ის (Psittacosaurus meileyingensis) ჩონჩხის რეკონსტრუქცია.
მომწოდებელი: ინდიანაპოლისის საბავშვო მუზეუმი (The Children's Museum of Indianapolis)

დინოზავრის ზდრისას მიმდინარე ცვლილებების თვაყური ადევნა საკმაოდ რთული სამეცნიერო პროცესია. ძვლების ბიო-მექანიკური და  ჰისტოლოგიური ანალიზის გამოყენებით შესწავლილ იქნა, დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი სახეობა. 

პლაზმურმა მოწყობილობამ, ენერგიის გენერაცია/შენახვაში, შესაძლოა რევოლუციური გარღვევა მოახდინოს

პლაზმურმა მოწყობილობამ, ენერგიის გენერაცია/შენახვაში,შესაძლოა რევოლუციური გარღვევა მოახდინოს

პერუში, პრე-ინკური ეპოქის სამეფო სამახში, ათეულობით მუმია აღმოაჩინეს


ლოს ანჯელესის (Los Angeles), 2010 წლის, 30 ივნისის გამოფენა. დამთვალიერებლები აკვირდებიან პერუში აღმოჩენილ უძველეს მუმიას. 

შიმშილის ზემოქმედება გადაწყვეტილებების მიღებაზე და ხიფათის აღქმაზე.



ნახატზე ნაჩვენებია პროექციული ნეირონი,  რომელიც ნახშირბადის დიოქსიდის საშუალებით გადასცემს ინფორმაციას ბუზის ტვინის იმ უბანს, სადაც ხდება გარე და შიდა სიგნალების ერთმანეთთან შედარება.
ავტორი:MPI of Neurobiology / Purayil & Kadow

დაჯახებისას გადარჩენილმა ვარსკვლავმა ახალი ტიპის პულსირებადი ვარსკვლავი წარმოქმნა



მძგერავი, ორმაგი ვარსკვლავის (J0247-25) დაბნელება (მხატვრის ხედვა).
მომწოდებელი: Keele University

ვენერის "ზექარიშხლები" კიდევ უფრო ძლიერდებიან!

სურათზე, ცრუ ფერებში, ნაჩვენებია ვენერის ღრუბლების გამოსახულება. ის მიღებულია ვენუს ექსპრესის (Venus Express) მისიის, VMC ვენერას სათვალთვალო კამერის საშუალებით. სურათი გადაღებულია 2011 წლის 8 დეკემბერს, 30000კმ სიმაღლიდან.
VMC -Venus Monitoring Camera (ვენერას სათვალთვალო კამერა) დააპროექტა და ააგო, მზის სისტემის შემსწავლელმა, გერმანულმა კონსორციუმმა, მაქს პლანკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით(Max-Planck Institute for Solar System Research in Katlenburg-Lindau).
მომწოდებელი: ESA (ევროპული კოსმოსური სააგენტო)

"მაღალი ენერგიების ასტროფიზიკა", პროფესორ-ემერიტუსი გია მაჩაბლი

შესავალი

მაღალი ენერგიების ფიზიკა XX საუკუნის მეორე ნახევრის და XXI საუკუნის სამეცნიერო კვლევის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ითვლება. ამას ფუნდამენტური მეცნიერებისადმი ინტერესი განაპირობებს. პირველ რიგში კი ნებისმიერი ცივილიზაციის მუდმივი კითხვა: რას წარმოსდგენს ჩვენი სამყარო? 

1929 წელს ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა,რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება. ყოველი დაკვირვებადი გალაქტიკა გვშორდება და ამ დაშორების სიჩქარე მით მეტია რაც უფრო დიდია მანძილი ამ წერტილებამდე. ამას ხაბლის კანონი ჰქვია. 

თაგვიდან - სპილომდე? უბრალოდ მოიცადეთ 24 მილიონი თაობა.


სხეულის ზომის დიდი ევოლუციური ცვლილება, დიდ დროს მოითხოვს. თაგვის ზომიდან, სპილოს ზომამდე ცვლილებისთვის საჭიროა მინიმუმ 24 მილიონი თაობა. ევოლუციის ეს მაქსიმალური სიჩარე ალისტარ ევანსის (Alistair Evans) და მისი თანა-ავტორების კვლევიდან   გამომდინარეობს. კვლევა ეფუძვნება წიაღისეული ნარჩენების ანალიზს. დადგინდა ისიც, რომ ზომაში შემცირება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს: ჯუჯა სპილომდე ზომის შემცირებას 10-ჯერ ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ცხვარის ზომის ცხოველის სპილოს ზომამდე გაზრდას. 
მოწოდებულია: Alistair Evans, David Jones and IMPPS.

Saturday, August 10, 2013

პატარა წყალქვეშა ნავი იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის საძიებნად ემზადება

ყინულის ქვეშ მცურავი მინიატურული წყალქვეშა აპარატი, მხატვრის ხედვა.
მოწოდებულია: Jonas Jonsson | Angstrom Space Technology Centre of Uppsala University

მოქმედებს თუ არა გეორგაფიული სიმაღლე მეტყველებაზე?


ნახ.1 მოყვანილია ენების გეოგრაფიული განაწილება. მუქი რგოლით ნაჩვენებია ენები რომლებშიც გვხვდება მკვეთრი თანხმოვნები, თეთრი რგოლები შეესაბამება ენებს რომლებიც მკვეთრ თანხმოვნებს არ შეიცავენ. მკვეთრი ხმოვნების შემცველი ენების მჭიდრო ჯგუფები შემოხაზულია მართკუთხედებით (მხოლოდ ილუსტრირების მიზნით).

ვიდეორუკა: ახლომდებარე სამყაროს მოძრაობა.


ხან.1 რუკაზე ნაჩვენებია, სამყაროში ყოველი, ლოკალურად მდებარე, გალაქტიკა. ფერები შეესაბამება დაშორებას: ყველაზე ახლომდებარე გალაქტიკები შეფერილია ლურჯად, ყველაზე დაშორებული გალაქტიკები (300 მილიონი სინათლის წელიწადი) წითლად.

ადამიანთა მხოლოდ 5% იბანს ხელს სწორად - ამბობენ მეცნიერები

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გამოკვლევების თანახმად (Centers for Disease Control and Prevention): ხელის დაბანა, ინფექციის გავრცელების შესამცირებელი, მარტივი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
 მოწოდებულია: მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (Michigan State University)

რა გზას გადიან, ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული სურათები. ნედლი ინფორმაციიდან - სრულყოფილ სილამაზემდე


ფოტოზე გამოსახულია Arp 274 გალაქტიკების ტრიპლეტი (სამეული). იმის მიუხედავად რომ სურათზე გალაქტიკები ერთმანეთან ახლოს არიან განლაგებულნი, მათი რეალური დაშორება აბსოლუტურად განსხვავებული შეიძლება იყოს.  
სურათი მოწოდებულია: NASA, ESA, M. Livio and the Hubble Heritage Team (STScI/AURA)

შესაძლებელია, ბნელი მატერია აიხსნას მარტივი თეორიით



ნახ.1 ნაჩვენებია ანაპოლი (ტოროიდული ფორმის ველის კონფიგურაცია), შედარებულია ჩვეულებრივ ელექტრულ და მანიტურ დიპოლებთან. ანაპოლის ველი, ზედა ნახაზი, გენერირდება ტოროიდული ელექტრული დენის საშუალებით, შედეგად იმის მაგივრად, რომ გარეთ გაიფანტოს (როგორც ეს ელექტრული და მაგნიტურ დიპოლებში ხდება), ანაპოლის ველი ლოკალიზდება ტორის შიგნით.
მიხაელ სმელცერი, ვანდეტირბილტის უნივერსიტეტი (Michael Smeltzer, Vanderbilt University)

ZSW-ს ინჟინრებმა, შექმნეს ლითიუმ-იონის აკუმულატორი (lithium-ion battery), რომელიც იმუშავებს 27 წლის განმავლობაში.

ბადენ-ვიურტემბერგის(Baden-Württemberg) უნივერსიტეტთან არსებული, მზის ენერგიისა და წყალბადის კვლევის ცენტრის(ZSW), ოფიციალური პირების მიერ გაკეტებული პრეს-რელიზი აღწერს, ლითიუმ-იონის აკუმულატორებზე განხორციელებულ ცვლილებებს. კომპანიის განცხადებით, გაუმჯობესების წყალობით ახალი აკუმულატორი შეიძლება გადაიმუხტოს 10 000-ჯერ მაშინ, როცა მისი დამუხტვის ტევადობა შენარჩუნდება 85%-იან ნიშნულზე. ამგვარად, ელექტრომობილში გამოყენებისას მომხმარებელს შეეძლება, 27.4 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად გადამუხტოს აკუმულატორი.

შორეული გალაქტიკების მრავალფეროვნება


ნახატზე ნაჩვენებია, ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული, შორეული გალაქტიკები. სექტორის ზომა, მთვარის ხილური ზომის მესამედს შეადგენს. ინფრაწითელი ტელესკოპების სუსტი სივრცული გარჩევისუნარიანობა, გალაქტიკების დიდ დაშორებასთან ერთად, ხელს გვიშლის დავაკვირდეთ მათ სპირალურ (ან რაიმე სხვა) სტრუქტურას. სამაგიეროდ ჩანს მათი განსხვავებული შეფერილობა. 2500 შორეული გალაქტიკის, ახალი, ინფრაწითელი გამოკვლევის დასკვნით: შორეული გალაქტიკები უფრო მრავალფეროვანნი არიან, ვიდრე ლოკალური გალაქტიკები. სავარაუდოდ ეს გამოწვეულია, ადრეულ ობიექტებში განსხვავებული ტიპის და თვისებების მქონე მტვრის არსებობით.  
მოწოდებულია: ESA GOOD-S.

იაპონიაში, ახალმა 500კმ/სთ მაგნიტო-ლევიტაციურმა მატარებელმა პირველადი გამოცდა ჩააბარა


იაპონიის ცენტრალური სარკინიგზო კომპანიის (CentralJapan Railway Co.)ინჟინრებმა, თავისი უახლესი მაგნიტო-ლევიტაციური L0მატარებელის პირველადი გამოცდის ჩატარება დაიწყეს. განცხადებისთანახმად, ახალი ჩქაროსნული მატარებელის კომერციული დანერგვა დაიწყება2027 წელს. საბოლო გეგმით, მატარებელის 16 ვაგონს, ტოკიოდან( Tokyo) ნაგოაში(Nagoya), შეეძლება 1000 მგზავრის ერთდროული გადაყვანა (500კმ/სთ სიჩქარით), რაც მგზავრობისთვის საჭირო დროს 90წთ-დან 40წთ-მდე შეამცირებს.

პატარა ტელესკოპმა, ცნობილი პლანეტის ლითონებით-ღარიბი ბიძაშვილი აღმოაჩინა



ლუისვილის უნივერსიტეტის (University of Louisville) დოქტორანტი სტუდენტი გოგონას, კარენკოლინსის (Karen Collins) წინამძღოლობით, მეცნიერთა ჯგუფმააღმოაშინა, ცხელი, სატურნის-მაგვარი პლანეტა, რომელიციმყოფება 700 სინათლის წელიწადით დაშორებულ ვარსკვლავურსისტემაში.

ადრეულმა ფრინველმა, არქეოპტერიქს, 10 მილიონი წლით აჯობა

წიაღისეულ ნარჩენებად ქცეული „ცისკრის ფრინველი“ ან «განთიადის ფრინველი», აურორნის ქსუი (Aurornis xui), 160 მილიონი წლის წინად ცხოვრობდა. მას ქონდა ბუმბული, მაგრამ არ შეეძლო ფრენა.

აურორნის ქსუიმ (Aurornis xui) “გამოაძევა” არქეოპტერიქსი, ფრინველთა უძველესი ცნობილი წინაპრის, ადგილიდან.


ოფოფის ზომის, პრეისტორიუილმა ცხოველმა შესაძლოა მოიპოვოს წოდება “უძველესი ფრინველის, რომელიც ოდესმე დაიარებოდა დედამიწის ზურგზე”.